Skip to content
10/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

ალეკო ელისაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა

მარშალ პრესი 10/07/2026
aleko elisashvili

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე ალექსანდრე ელისაშვილი დამნაშავედ ცნო, მას 13 წლით პატიმრობა მიესაჯა.

გთავაზობთ პროკურატურის ოფიციალურ განცხადებას:

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული, ნიღბიანი ალექსანდრე ელისაშვილი მივიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.

შენობაში უკანონო შეღწევის შემდეგ, შიდა სივრცის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე ალექსანდრე ელისაშვილმა დაასხა დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.

აალებადი ნივთიერების დასხმის პროცესში, ალექსანდრე ელისაშვილს სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მიუსწრეს. ერთ-ერთი მანდატურის დანახვისთანავე, ალექსანდრე ელისაშვილი თავს დაესხა მას და დაუწყო ცემა. დაკავების პროცესში, მანდატურის სამსახურის სამი თანამშრომელი ცდილობდა ალექსანდრე ელისაშვილის განეიტრალებას, მისთვის აალებად ნივთიერებაზე ცეცხლის წაკიდების საშუალების მოსპობას და განიარაღებას. თავდამსხმელი, თავის მხრივ, ცდილობდა ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებას და გამოყენებას. ალექსანდრე ელისაშვილმა დაახლოებით 5-6 წუთის განმავლობაში მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს აქტიური წინააღმდეგობა გაუწია, რომლის დაძლევის შემდეგ შესაძლებელი გახდა მისი საბოლოო განეიტრალება და დაკავება.

სასამართლომ ალექსანდრე ელისაშვილი დამნაშავედ ცნო ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ხანძრის გაჩენის გზით, ტერორისტული აქტის ჩადენის სხვა ეპიზოდზე ალექსანდრე ელისაშვილს დამატებით აქვს წარდგენილი ბრალდება და აღნიშნული საქმე არსებითად იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.”- ნათქვამია განცხადებაში.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე ჩენდლერის ინსტიტუტის კვლევაზე: ყველა მიმართულებით საქართველო არის მოწინავე და ჩვენ ვუსწრებთ არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას, ყველა ეკონომიკური პარამეტრით, რაც დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესთან
Next: ნიკოლოზ მეტრეველი: თუ ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ვერ ან არ ახერხებს თანაბარი, მიუკერძოებელი და პროფესიული სტანდარტებით მოქმედებას, საქართველოს აქვს სრული უფლება გადახედოს თანამშრომლობის ფორმატებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.