Skip to content
10/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: თუ ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ვერ ან არ ახერხებს თანაბარი, მიუკერძოებელი და პროფესიული სტანდარტებით მოქმედებას, საქართველოს აქვს სრული უფლება გადახედოს თანამშრომლობის ფორმატებს

მარშალ პრესი 10/07/2026
nikoloz metreveli

„ეუთოს მორიგი უსამართლო და პოლიტიკურად მიკერძოებული დასკვნის შემდეგ, სერიოზულად უნდა დაისვას კითხვა, რამდენად მიზანშეწონილია ამ ორგანიზაციის მომავალში კვლავ მოწვევა არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით.“-წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ურთიერთობები განავითაროს იმ ქვეყნებთანაც, რომლებიც პატივს სცემენ მის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და იმუშაოს იმ პარტნიორებთან, რომლებიც ურთიერთპატივისცემისა და სუვერენული თანასწორობის პრინციპებით ხელმძღვანელობენ.

„როდესაც შეფასებები არ ეფუძნება თანაბარ და ობიექტურ სტანდარტებს, არამედ ქმნის შთაბეჭდილებას, რომ წინასწარ ჩამოყალიბებული პოლიტიკური პოზიციების გაგრძელებაა, დამეთანხმებით ალბათ, რომ ასეთი მისიის ღირებულება კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დადგეს. დასავლეთი არ არის მთელი მსოფლიო და არც ერთადერთი მიმართულება, რომელთანაც საქართველომ უნდა ითანამშრომლოს. თანამედროვე მსოფლიო მრავალპოლუსიანია და საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ურთიერთობები განავითაროს იმ ქვეყნებთანაც, რომლებიც პატივს სცემენ მის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს. მთავარ ასეთ პარტნიორად უნდა განიხილებოდეს ჩინეთი, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. საჭიროების შემთხვევაში, არჩევნებზე ჩინელი დამკვირვებლების მოწვევაც შეიძლება იყოს განხილვის საგანი. ჩინეთს გააჩნია წამყვანი ტექნოლოგიური შესაძლებლობები და სხვა არაერთი გარე აქტორისგან განსხვავებით, საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში არ ერევა. თუ ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ვერ ან არ ახერხებს თანაბარი, მიუკერძოებელი და პროფესიული სტანდარტებით მოქმედებას, საქართველოს აქვს სრული უფლება გადახედოს თანამშრომლობის ფორმატებს და იმუშაოს იმ პარტნიორებთან, რომლებიც ურთიერთპატივისცემისა და სუვერენული თანასწორობის პრინციპებით ხელმძღვანელობენ.“- წერს მეტრეველი.

Post navigation

Previous: ალეკო ელისაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
Next: იუსტიციის მინისტრი ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.