Skip to content
10/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ჩენდლერის ინსტიტუტის კვლევაზე: ყველა მიმართულებით საქართველო არის მოწინავე და ჩვენ ვუსწრებთ არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას, ყველა ეკონომიკური პარამეტრით, რაც დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესთან

მარშალ პრესი 10/07/2026
IRAKLI KOBAKHIDZE

ყველა მიმართულებით საქართველო არის მოწინავე და ჩვენ ვუსწრებთ არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას, ყველა ეკონომიკური პარამეტრით, რაც დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესთან, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ჩენდლერის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით საუბრისას, რომლის თანახმადაც „კერძო სექტორის განმავითარებელი მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო ოცეულშია.“

კობახიძის განცხადებით, ხელისუფლების მაქსიმალურად ჯანსაღი ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილია კერძო სექტორის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება.

„თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს მაქსიმალურად ჯანსაღი ეკონომიკური პოლიტიკა, ამის ნაწილია, რა თქმა უნდა, დამოკიდებულება კერძო სექტორის მიმართ.
ყველა მიმართულებით საქართველო არის მოწინავე და ჩვენ ვუსწრებთ არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას, ყველა ეკონომიკური პარამეტრით, რაც დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესთან. აქედან გამომდინარე, ეს რეიტინგი არის აბსოლუტურად ლოგიკური.”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, რაც ტრაგიკული მოვლენაა
Next: ალეკო ელისაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.