Skip to content
10/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებაზე: აგენტურა არის მოშლილი. ეს ხომ ოპოზიციაც არ არის, ეს არის უცხოური აგენტურა და აგენტურა, გამომდინარე იქიდან, რომ იბრძვის პირველობისთვის პატრონების წინაშე, ამ კონკურენციაში ისინი, ვერ ახერხებენ იმ წარმატების შენარჩუნებასაც კი, რაც ჰქონდათ თუნდაც წლების წინ

მარშალ პრესი 10/07/2026
IRAKLI KOBAKHIDZE

ამ ნიუანსებს საერთოდ არ აქვს იდეაში მნიშვნელობა. მთავარი არის ის, რომ აგენტურა არის მოშლილი. ეს ხომ ოპოზიციაც არ არის, ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა და აგენტურა, გამომდინარე იქიდან, რომ იბრძვის პირველობისთვის პატრონების წინაშე, ამ კონკურენციაში ისინი, ასე ვთქვათ, ვერ ახერხებენ იმ წარმატების შენარჩუნებასაც კი, რაც ჰქონდათ თუნდაც წლების წინ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ შიდა დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პროცესები სწორი მიმართულებით ვითარდება აუცილებელია, რომ „ნაციონალურ მოძრაობის“ ქმედებებს მიეცეს სათანადო სამართლებრივი შეფასება.

„შესაბამისად, პროცესები ვითარდება სწორი მიმართულებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ესეც არ არის საკმარისი. მთავარია, რომ ამ მოღალატეობრივ ძალას, მტრულ ძალას, ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ მტრულად განწყობილ ძალას, სათანადო პასუხი გაეცეს და ამისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ საზოგადოების პასუხი არჩევნებზე. ამას სჭირდება სათანადო სამართლებრივი პასუხი – ეს არის აგენტურა, აგენტურას სჭირდება სათანადო სამართლებრივი შეფასება, მათ საბოტაჟს სჭირდება სათანადო სამართლებრივი შეფასება და ამისათვის, რა თქმა უნდა, ხელისუფლება მაქსიმუმს გააკეთებს,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ეს არის დანაშაულებრივი მიდგომა – ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე
Next: ირაკლი კობახიძე ალეკო ელისაშვილზე: ეს ადამიანი შევიდა კონკრეტულ სახელმწიფო შენობაში და სცადა მისი დაწვა – საუბარი იმაზე, რომ თითქოს ადამიანი უდანაშაულოა, კიდევ ერთხელ აჩვენებს აგენტურის სახეს, ამას სჭირდება სათანადო სამართლებრივი შეფასება, ბოლომდეა მისაყვანი ყველა სამართლებრივი პროცესი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.