Skip to content
10/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ალეკო ელისაშვილზე: ეს ადამიანი შევიდა კონკრეტულ სახელმწიფო შენობაში და სცადა მისი დაწვა – საუბარი იმაზე, რომ თითქოს ადამიანი უდანაშაულოა, კიდევ ერთხელ აჩვენებს აგენტურის სახეს, ამას სჭირდება სათანადო სამართლებრივი შეფასება, ბოლომდეა მისაყვანი ყველა სამართლებრივი პროცესი

მარშალ პრესი 10/07/2026
irakli kobakhidze

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის საქმეზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ელისაშვილმა ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული, ხოლო ოპოზიციის მხრიდან მისი უდანაშაულოდ შერაცხვა მიუთითებს იმაზე, რომ აგენტურის დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ არის ტერორისტული.

პრემიერის შეფასებით, საჭიროა სათანადო სამართლებრივი შეფასება და შესაბამისად, ბოლომდეა მისაყვანი ყველა ის სამართლებრივი პროცესი, რომელიც დაწყებულია.

“მე ვიცი ის, რაც ყველამ იცით, ეს ადამიანი შევიდა კონკრეტულ სახელმწიფო შენობაში და სცადა მისი დაწვა. ეს არის უმძიმესი დანაშაული და აქ საუბარი იმაზე, რომ თითქოს ადამიანი უდანაშაულოა, აჩვენებს კიდევ ერთხელ აგენტურის სახეს. ისიც ხომ ერთ-ერთი წარმომადგენელია ამ კოლექტიური ძალის. ეს ყველაფერი აჩვენებს აგენტურის სახეს და აჩვენებს რას: როდესაც ეს ადამიანები – აგენტურა, ელისაშვილის ამ ქმედებას აცხადებენ არადანაშაულებრივ ქმედებად, ეს ნიშნავს იმას, რომ მთლიანად ამ აგენტურის განწყობა, დამოკიდებულება, სახელმწიფოს მიმართ არის ტერორისტული და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამას სჭირდება სათანადო სამართლებრივი შეფასება, ამისათვის ბოლომდეა მისაყვანი ყველა ის სამართლებრივი პროცესი, რომელიც არის დაწყებული,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალეკო ელისაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებაზე: აგენტურა არის მოშლილი. ეს ხომ ოპოზიციაც არ არის, ეს არის უცხოური აგენტურა და აგენტურა, გამომდინარე იქიდან, რომ იბრძვის პირველობისთვის პატრონების წინაშე, ამ კონკურენციაში ისინი, ვერ ახერხებენ იმ წარმატების შენარჩუნებასაც კი, რაც ჰქონდათ თუნდაც წლების წინ
Next: ირაკლი კობახიძე: ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, რაც ტრაგიკული მოვლენაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.