Skip to content
10/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს არის დანაშაულებრივი მიდგომა – ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე

მარშალ პრესი 10/07/2026
irakli kobakhidze

ვნახოთ, რა კვალიფიკაციას მისცემენ ამას საგამოძიებო უწყებები, მაგრამ ზუსტად ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, ანუ ქვეყნის შიგნით უნდა შეკრიბო 150 კაცი იმისთვის, რომ გარეთ შექმნა ფონი მტრული საქმიანობისთვის. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკა, რომლითაც იშიფრება მათი დანაშაულებრივი, ანტისახელმწიფოებრივი, მოღალატეობრივი საქმიანობა, – ასე უპასუხა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას იმის შესახებ, რომ ოპოზიციის მიდგომაა “შიგნით აქცია, გარეთ სანქცია.”

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ განცხადებას, საზოგადოებამ არჩევნებზე სათანადო პასუხი გასცა, თუმცა, ეს არ არის საკმარისი. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გვარამიას ეს მიდგომა ამყარებს იმ სარჩელს, რომელიც მმართველ გუნდს საკონსტიტუციო სასამართლოში აქვს შეტანილი.

“თქვენ იცით, რომ საქმე არის აღძრული ზუსტად ამ მიდგომასთან დაკავშირებით, რაც არის მოღალატეობრივი მიდგომა, რაც არის, ფართო გაგებით, დანაშაულებრივი მიდგომა. რა თქმა უნდა, ამას სათანადო პასუხი უნდა გაეცეს. ამას 2024-2025 წლების სათანადო პასუხი გასცა არჩევნებზე საზოგადოებამ, თუმცა ეს არ არის საკმარისი. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს მომზადებული ასევე სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. ზუსტად ეს მიდგომა: ქვეყანაში აქცია, გარეთ სანქცია – ზუსტად ეს მიდგომა ამყარებს იმ სარჩელს, რომელიც არის შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს არის ღია, მტრული დამოკიდებულება საკუთარი ხალხის მიმართ, საკუთარი სახელმწიფოს მიმართ, საკუთარი ქვეყნის მიმართ და ამას სჭირდება სათანადო პასუხი. საზოგადოება, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პასუხს სცემს ყოველ ჯერზე არჩევნებზე ამ მიდგომას, თუმცა ამას სჭირდება სათანადო სამართლებრივი პასუხიც,” – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე:  სტრასბურგის გადაწყვეტილება  არის აბსოლუტურად ჯანსაღი. პრინციპი მარტივია – არ შეიძლება გასაქანი მიეცეს სიძულვილს, აგრესიას ამა თუ იმ საზოგადოებაში და ზუსტად ამ მიდგომას ეფუძნება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და  ჩვენი კანონმდებლობაც, რომელიც მივიღეთ ცოტა ხნის წინ
Next: ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებაზე: აგენტურა არის მოშლილი. ეს ხომ ოპოზიციაც არ არის, ეს არის უცხოური აგენტურა და აგენტურა, გამომდინარე იქიდან, რომ იბრძვის პირველობისთვის პატრონების წინაშე, ამ კონკურენციაში ისინი, ვერ ახერხებენ იმ წარმატების შენარჩუნებასაც კი, რაც ჰქონდათ თუნდაც წლების წინ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.