Skip to content
10/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე:  სტრასბურგის გადაწყვეტილება  არის აბსოლუტურად ჯანსაღი. პრინციპი მარტივია – არ შეიძლება გასაქანი მიეცეს სიძულვილს, აგრესიას ამა თუ იმ საზოგადოებაში და ზუსტად ამ მიდგომას ეფუძნება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და  ჩვენი კანონმდებლობაც, რომელიც მივიღეთ ცოტა ხნის წინ

მარშალ პრესი 10/07/2026
IRAKLI KOBAKHIDZE

სტრასბურგის გადაწყვეტილება  არის აბსოლუტურად ჯანსაღი გადაწყვეტილება. პრინციპი მარტივია – არ შეიძლება გასაქანი მიეცეს სიძულვილს, აგრესიას ამა თუ იმ საზოგადოებაში და ზუსტად ამ მიდგომას ეფუძნება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და ამ მიდგომას ეფუძნება ჩვენი კანონმდებლობაც, რომელიც მივიღეთ ცოტა ხნის წინ, –  განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს გარედან თავს ახვევენ სიძულვილსა და აგრესიას, შესაბამისად, მმართველმა ძალამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ  გარედან თავსმოხვეულ ტენდენციებს დაუპირისპირდეს, რის წინააღმდეგ საბრძოლველადაც შეიქმნა შესაბამისი დეპარტამენტში შსს-ში.

„თქვენ იცით, რომ ქვეყნის გარედან ჩვენ თავს გვახვევენ სიძულვილს, აგრესიას, რაც არის ქართული საზოგადოებისთვის არაორგანული მოვლენა. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ გარედან თავსმოხვეულ ტენდენციებს დავუპირისპირდეთ. ამას ემსახურება კანონმდებლობა და ამისათვის შეიქმნა შესაბამისი დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროში, ამ მიმართულებით მაქსიმალურად აქტიურად რომ გაგრძელდეს მუშაობა.”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე დავსახეთ კონკრეტული გეგმები – ამ ქვეყნის მართვა ახალგაზრდებმა უნდა გადაიბარონ მომავალში, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით მუშაობის სწორად დაგეგმვა
Next: ეს არის დანაშაულებრივი მიდგომა – ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.