Skip to content
10/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე დავსახეთ კონკრეტული გეგმები – ამ ქვეყნის მართვა ახალგაზრდებმა უნდა გადაიბარონ მომავალში, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით მუშაობის სწორად დაგეგმვა

მარშალ პრესი 10/07/2026
irakli kobakhidze

დღეს შეხვედრა მქონდა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან, თავმჯდომარესთან, გამგეობის წევრებთან და ჩვენ განვიხილეთ ის შეხვედრები, რომლებიც შედგა რეგიონებში,  – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განიხილეს კონკრეტული გეგმები.
“ბევრი საკითხი გამოიკვეთა ამ შეხვედრაზე, ასევე ჩვენი სამომავლო გეგმები გავიარეთ ახალგაზრდული ორგანიზაციის საქმიანობის თვალსაზრისით. ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ, განსაკუთრებით შემდეგი ორი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით, დავისახეთ კონკრეტული გეგმები და აქტიური მუშაობა გაგრძელდება,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, ჩაერთვებიან ახალგაზრდები პოლიტიკურ ცხოვრებაში და გამოჩნდა თუ არა ამის ინტერესი მათ მხრიდან, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ახალგაზრდების ინტერესი დიდია და მნიშვნელოვანია, მუშაობის სწორად დაგეგმვა, ვინაიდან, სწორედ ახალგაზრდებმა უნდა გადაიბარონ მომავალში ქვეყნის მართვა.
“რა თქმა უნდა, ზოგადად, რა თქმა უნდა ინტერესი დიდია. ზოგადად, ამ ქვეყნის მართვა უნდა გადაიბარონ ახალგაზრდებმა მომავალში, აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით სწორად ჩვენი მუშაობის დაგეგმვა და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აქტიურად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით შემდეგი, განსაკუთრებით ორი წლის განმავლობაში,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: საარჩევნო ადმინისტრაცია ბაკურიანში ახალგაზრდებს შეხვდა
Next: ირაკლი კობახიძე:  სტრასბურგის გადაწყვეტილება  არის აბსოლუტურად ჯანსაღი. პრინციპი მარტივია – არ შეიძლება გასაქანი მიეცეს სიძულვილს, აგრესიას ამა თუ იმ საზოგადოებაში და ზუსტად ამ მიდგომას ეფუძნება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და  ჩვენი კანონმდებლობაც, რომელიც მივიღეთ ცოტა ხნის წინ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.