Skip to content
09/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი, თავისი გადადგმული ნაბიჯებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება

მარშალ პრესი 09/07/2026
kaxa kaladze

„სპეკულაციებზე პასუხის გაცემას ნამდვილად არ ვაპირებ“, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას – ტელეკომპანია „იმედის” 26 მაისის „ქარდის“ მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოვლინდა. საუბარია „ქარდზე“, სადაც მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული.

მისი თქმით, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახელი უახლესი საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება, რადგან მან გაათავისუფლა ქვეყანა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისგან.

„სპეკულაციებზე პასუხის გაცემას ნამდვილად არ ვაპირებ. ბიძინა ივანიშვილი თავისი გადადგმული ნაბიჯებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება. ყველას კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა 2012 წლამდე ქვეყანაში. ეს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი არ იყო. ჩვენ კარგად ვხედავთ, თუ რა ძალასთან გვქონდა საქმე – ამ შიდა მტრების, უსამშობლო ადამიანებისა და აგენტურის უკან რა ძალა იდგა. ეს ერთი ადამიანი გამოვიდა, სრულიად საქართველო დაირაზმა მის ირგვლივ და 2012 წელს ქვეყანა გათავისუფლდა იმ სისხლიანი რეჟიმისგან, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდნენ.

ბუნებრივია, ეს ფაქტი არ სიამოვნებთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მყოფ ძალებს, რომლებიც ვერ ისვენებენ. მათ სურვილი აქვთ, როგორმე ხელისუფლება შეცვალონ და თავიანთი აგენტურული ქსელის წარმომადგენლები მოიყვანონ, რომ შემდეგ მარტივად მიიღონ გადაწყვეტილებები და ჩვენი ქვეყანა გამოიყენონ თავიანთი ინტერესების გასატარებლად. მაგრამ ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას, ვინ იქნება ხელისუფლებაში და ვის ანდობს ქვეყნის ბედს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

Post navigation

Previous: კახა კალაძე: ვისაც სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების საჭიროება აქვს, მათ ეს დახმარება ექნებათ
Next: საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის წარმატებული პრაქტიკა – გიორგი შარაბიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.