Skip to content
06/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არჩილ ბერიძე: მთავრობის გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს წამყვანი როლით აშენდეს, კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს და შუა დერეფანში მის საკვანძო როლს

მარშალ პრესი 06/07/2026
archil achiko beridze

„პრემიერ-მინისტრის ვიზიტები ცენტრალური აზიის ქვეყნებში სწორედ შუა დერეფნის განვითარებას ემსახურება“, – წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ ბერიძე სოციალურ ქსელში.

დეპუტატი საქართველოს მთავრობის დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ანაკლიის ნავსადგური აშენდება „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი საქართველოს ევროპასთან რეალურად აკავშირებს ეკონომიკური და სტრატეგიული კავშირებით.

„ამავე სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს წამყვანი როლით აშენდეს, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს და შუა დერეფანში მის საკვანძო როლს.

ეს ყველაფერი საქართველოს ევროპასთან რეალურად აკავშირებს -ეკონომიკური და სტრატეგიული კავშირებით და არა ევრობიუროკრატიის მიერ დაწესებული ფორმალური მოთხოვნებით.
ვისაც საქართველოს ევროპული გზიდან ჩამოშორება სურს, უნდა იცოდეს- მათ წინააღმდეგობას ეროვნული ინტერესებით, საკუთარი გზით და კიდევ უფრო ძლიერი სვლით ვუპასუხებთ!“- წერს ბერიძე.

Post navigation

Previous: ფიზიკური დაპირისპირება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მიუღებელი და ცუდი სანახავია, თუმცა, ოპოზიციის მხრიდან ამ თემით მანიპულირება და სამართლებრივი რეაგირების მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა მორიგი პოლიტიკური შოუ და ორმაგი სტანდარტის გამოვლინება
Next: საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.