Skip to content
06/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ფიზიკური დაპირისპირება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მიუღებელი და ცუდი სანახავია, თუმცა, ოპოზიციის მხრიდან ამ თემით მანიპულირება და სამართლებრივი რეაგირების მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა მორიგი პოლიტიკური შოუ და ორმაგი სტანდარტის გამოვლინება

მარშალ პრესი 06/07/2026
davit chikhelidze

ფიზიკური დაპირისპირება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მიუღებელი და ცუდი სანახავია, მას გამართლება ვერ ექნება, თუმცა რეალობაა, რომ ეს საპარლამენტო ცხოვრების თანმდევი, თუმცა არასასურველი პროცესია. მსგავსი შემთხვევები ხდება ისეთ მაღალი დემოკრატიის მქონე ქვეყნებშიც კი, როგორებიცაა იაპონია, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ კორეა, იტალია და სხვა, – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში. როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ოპოზიციის მხრიდან ამ თემით მანიპულირება და სამართლებრივი რეაგირების მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა მორიგი პოლიტიკური შოუ და ორმაგი სტანდარტის გამოვლინება. „შიდა საპარლამენტო ინციდენტებზე სისხლის სამართლებრივი გამოძიების დაწყება მსოფლიოს პრაქტიკულად არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ ხდება.

საკანონმდებლო ორგანოში ემოციური ფონი ხშირად მაღალია, რასაც, სამწუხაროდ, თან ახლავს ხოლმე ექსცესები. საქართველოს პარლამენტში წარსულშიც არაერთხელ ყოფილა სიტყვიერი თუ ფიზიკური დაპირისპირება, რომელთა მთავარი შემოქმედნი და ინიციატორები, როგორც წესი, სწორედ ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ (მათ შორის ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც), თუმცა მაშინ მათი დასჯა არავის მოუთხოვია. რა თქმა უნდა, ფიზიკური დაპირისპირება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მიუღებელი და ცუდი სანახავია, მას გამართლება ვერ ექნება, თუმცა რეალობაა, რომ ეს საპარლამენტო ცხოვრების თანმდევი, თუმცა არასასურველი პროცესია. მსგავსი შემთხვევები ხდება ისეთ მაღალი დემოკრატიის მქონე ქვეყნებშიც კი, როგორებიცაა იაპონია, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ კორეა, იტალია და სხვა. რაც შეეხება ოპოზიციის მიერ მოყვანილ ანალოგიურ შემთხვევებს, ისინი არსებითად განსხვავდება მიმდინარე ფაქტისგან. ზოგიერთ შემთხვევაში საქმე ეხებოდა მძიმე ფიზიკური დაზიანების მიყენებას, ხოლო სხვა შემთხვევებში დაპირისპირება პარლამენტის შენობის გარეთ მოხდა და არა უშუალოდ საპარლამენტო სხდომის მიმდინარეობისას. შესაბამისად, აღნიშნული მაგალითები ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით საქართველოში მომხდარი შემთხვევის სრულფასოვან ანალოგებად ვერ ჩაითვლება და მათი ერთმანეთთან გაიგივება არაკორექტულია. ოპოზიციის მხრიდან ამ თემით მანიპულირება და სამართლებრივი რეაგირების მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა მორიგი პოლიტიკური შოუ და ორმაგი სტანდარტის გამოვლინება.“ – წერს ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: გია აბაშიძე: ევროჩინოსანთა თავხედობა ისეთ ჭაობშია, რომ ლგბტ პროპაგანდაში საქართველოს საპატრიარქოს ჩართვას ცდილობდნენ, მტკიცე უარის გამო კი ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაში ჩვენი დედა ეკლესია ე.წ. “რუსულ გავლენებს” დაუკავშირეს
Next: არჩილ ბერიძე: მთავრობის გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს წამყვანი როლით აშენდეს, კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს და შუა დერეფანში მის საკვანძო როლს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.