Skip to content
06/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია

მარშალ პრესი 06/07/2026
tamta megrelishvili

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის გამოიყენოს „ლენდლორდის“ მოდელი. ანალიტიკოსი განმარტავს, რომ პორტის 100%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო, ხოლო ტერმინალები იჯარით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს გადაეცემა. მეგრელიშვილი წერს, რომ მსგავსი მოდელი გამოიყენეს ნიდერლანდებში, აშშ-ში, სინგაპურში, ბელგიაში და სხვა არაერთ სახელმწიფოში. ანალიტიკოსის აზრით, ამ გადაწყვეტილებით საქართველო შეინარჩუნებს სტრატეგიულ აქტივებზე კონტროლს, ხოლო კერძო სექტორი ინვესტიციებს უზრუნველყოფს:

„,ლენდლორდის“ მოდელი მსოფლიოს მრავალ მსხვილ პორტში გამოიყენება. ანაკლიის პორტის მშენებლობა ლენდლორდის მოდელით ნავსადგურის ტერიტორიის ეფექტურად გამოყენების გარდა, მუნიციპალური, კერძო სექტორისა და სახელმწიფო ინტერესების ჰარმონიზირებას უზრუნველყოფს“ – წერს თამთა მეგრელიშვილი.

ანალიტიკოსი ხაზს უსვამს იმასაც, რომ განხორციელდება ინვესტიციები შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებიდან- ჩინეთიდან, ცენტრალური აზიიდან, აზერბაიჯანიდან და ამგვარად, ანაკლიის პორტი საერთაშორისო ინტერესების, კაპიტალის თავმოყრის ცენტრი გახდება.

„ანაკლიის პორტის მშენებლობა არის ეროვნული პროექტი, რომელიც სავაჭრო და საინვესტიციო ნაკადების მოზიდვის გარდა, უზრუნველყოფს ქვეყნის პოლიტიკურ კვანძად ჩამოყალიბებას და მას აქცევს მრავალფუნქციურ რეგიონულ ჰაბად.

საქართველოს მთავრობის მიერ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ე.წ. „ლენდლორდის“ (Landlord Port) მოდელით განხორციელებით სახელმწიფო შეინარჩუნებს სტრატეგიულ აქტივებზე საკუთრებასა და კონტროლს, ხოლო კერძო სექტორი ოპერირების ეფექტიანობასა და ინვესტიციებს უზრუნველყოფს.
,,ლენდლორდის“ მოდელი მსოფლიოს მრავალ მსხვილ პორტში გამოიყენება.

მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია ნიდერლანდების როტერდამის პორტი, სადაც საპორტო ადმინისტრაცია ფლობს მიწასა და ძირითად ინფრასტრუქტურას, ხოლო ტერმინალებს საერთაშორისო კერძო ოპერატორები მართავენ.
ანალოგიური სისტემა მოქმედებს ბელგიის ანტვერპენის პორტში, სადაც საჯარო სექტორი ინარჩუნებს სტრატეგიულ კონტროლს, ხოლო სატვირთო ოპერაციებს კერძო კომპანიები ახორციელებენ.

მსგავსი მოდელით მუშაობენ ასევე სინგაპურის პორტი, აშშ-ის ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსისა და ლოს-ანჯელესის პორტები. „ლენდლორდის“ სისტემა გამოიყენება გერმანიის ჰამბურგის, ლატვიის რიგის, რუმინეთის კონსტანცისა და პოლონეთის გდანსკის პორტებშიც.

ანაკლიის პორტის მშენებლობა ლენდლორდის მოდელით ნავსადგურის ტერიტორიის ეფექტურად გამოყენების გარდა, მუნიციპალური, კერძო სექტორისა და სახელმწიფო ინტერესების ჰარმონიზირებას უზრუნველყოფს.

ანაკლიის პორტში შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებიდან – ჩინეთიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელებული ინვესტიციები, ანუ პარტნიორი ქვეყნების თანამონაწილეობა და მათი ინტერესების გათვალისწინება, ანაკლიის პორტს საერთაშორისო ინტერესების, კაპიტალისა და ტვირთნაკადების თავმოყრის ცენტრად აქცევს.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ეროვნული პროექტი, რომლის მფლობელიც საქართველოს სახელმწიფო იქნება (წილები არ გაიყიდება), ანუ პორტი იქნება სრულად ქართული.
საერთაშორისო კომპანიები ჩაერთვებიან უშუალოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მართვაში და პირველი გემის მიღება 2029 წელს იგეგმება.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც გეოპოლიტიკური მნიშვნელობისა და ეკონომიკური თვალსაზრისით ქართული სახელმწიფოსთვის სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობების ახალ მოდელს შექმნის,“- წერს თამთა მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს
Next: ირაკლი კირცხალია – ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ცნობა ორსულობის შესახებ, მე თვითონ ვუშუამდგომლებ პროკურატურასთან, რომ ამ თემაზე ჩვენს წინააღმდეგ აღიძრას საქმე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.