Skip to content
06/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კირცხალია – ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ცნობა ორსულობის შესახებ, მე თვითონ ვუშუამდგომლებ პროკურატურასთან, რომ ამ თემაზე ჩვენს წინააღმდეგ აღიძრას საქმე

მარშალ პრესი 06/07/2026
irakli kircxalia

ბატონმა [გიგა] ფარულავამ წარმოადგინოს ცნობა ორსულობის შესახებ. მე თვითონ ვუშუამდგომლებ პროკურატურასთან, რომ ამ თემაზე [ჩხუბზე] ჩვენს წინააღმდეგ აღიძრას საქმე, – განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ. მისი თქმით, გახარიას პარტიის წევრებმა სამი ფაქტი მოიძიეს, სადაც პარლამენტარებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას სამართლებრივი დავა მოჰყვა.

“სულ სამი ფაქტი მოიძიეს [გახარიას პარტიის წევრებმა]. ბრიტანეთში – საპარლამენტო კორპორატიულ საღამოზე დეპუტატებმა იჩხუბეს და ერთმა მეორეს დაზიანება მიაყენა. საბერძნეთში, სადაც რეალურად მძიმე დაზიანება ჰქონდა დეპუტატს, როგორც ვიცი მოტეხილობები ჰქონდა. მესამე – სენეგალში, სადაც [პარლამენტარმა] ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა. ბატონმა [გიგა] ფარულავამ წარმოადგინოს ცნობა ორსულობის შესახებ. მე თვითონ ვუშუამდგომლებ პროკურატურასთან, რომ ამ თემაზე [ჩხუბზე] ჩვენს წინააღმდეგ აღიძრას საქმე. ერთი, ტრიბუნასთან არ უტირიათ, დანარჩენი ყველაფერი გააკეთეს. პრეცედენტების მოძიებით დაამტკიცეს ის, რასაც ვამბობდით, რომ რეალურად არ არსებობს პრეცედენტი. ასობით და ათასობით ჩხუბი უნახავს მსოფლიო მასშტაბით საზოგადოებას პარლამენტში. ასე რომ, ველოდებით ცნობას“, – განაცხადა კირცხალიამ.

Post navigation

Previous: თამთა მეგრელიშვილი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია
Next: ირაკლი კირცხალია – ისინი პირველი, ვისაც და რასაც ებრძვიან, არიან ავტორიტეტები იმ ქვეყნებში, რომელი ქვეყანაც სურთ, რომ დაიმორჩილონ და გახადონ თავისი მართული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.