Skip to content
06/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს

მარშალ პრესი 06/07/2026
EDISHER

“საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით“, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე.

მისი განმარტებით, სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს.

„ადგილობრივი მეხუთე კოლონის მიერ, რომელსაც პატრონები ოპოზიციას უწოდებენ წლების მანძილზე დიდი დაკვეთილი ყალბი ყიჟინა იყო ატეხილი ანაკლიის პორტის აშენება-არაშენების შესახებ. რომელსაც სამწუხაროდ ოპოზიციას უწოდებენ. დაწყებული ხანდაზმული თაღლითების ხაზარაძე-ჯაფარიძის ტანდემიდან, დამთავრებული ნაცმოძრაობის ახალი თავმჯდომარე ნ. ჟორჟოლიან, ასევე ყოველგვარ ყავლაგასულ შალვა ნათელაშვილამდე დღე და ღამ გაჰყვიროდნენ, საქართველო ღალატობს დასავლეთს და სურს ანაკლია ჩინეთს ჩააბაროსო.

ამიტომაც საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს.

კარგად და მკაფიოდ, რომ გავიგოთ -“ლენდლორდის” მოდელი სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ, როგორც დღემდე იყო დაგეგმილი, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით ანუ ვიმეორებ ურწმუნოთათვის და სიყალბის გამავრცელებლებისათვის- “ლენდლორდის” მოდელი სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ, არამედ რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან თანამშრომლობით“, წერს სოციალურ ქსელში ედიშერ გვენეტაძე.

Post navigation

Previous: დიმიტრი ხუნდაძე: ანაკლიის პორტის საკონტროლო წილის ფლობა, სახელმწიფოს საშუალებას მისცემს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მიიღოს, რომ ვინმემ ის საქართველოს საწინააღმდეგო ინსტრუმენტად არ გამოიყენოს
Next: თამთა მეგრელიშვილი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.