Skip to content
06/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ანაკლიის პორტის საკონტროლო წილის ფლობა, სახელმწიფოს საშუალებას მისცემს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მიიღოს, რომ ვინმემ ის საქართველოს საწინააღმდეგო ინსტრუმენტად არ გამოიყენოს

მარშალ პრესი 06/07/2026
dimitri khundadze

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე სოციალური ქსელით ეხმიანება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს.

ხუნდაძის თქმით, ანაკლიის პორტის საკონტროლო წილის ფლობა, სახელმწიფოს საშუალებას მისცემს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მიიღოს, რომ ვინმემ ის საქართველოს საწინააღმდეგო ინსტრუმენტად არ გამოიყენოს.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო – სახელმწიფოს საკონტროლო პაკეტი ექნება, ხოლო დანარჩენ ნაწილში მომაწილეობას, კერძო ინვესტორები მიიღებენ.
ანაკლიის პორტის საკონტროლო წილის ფლობა, სახელმწიფოს საშუალებას მისცემს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მიიღოს, რომ ვინმემ ის საქართველოს საწინააღმდეგო ინსტრუმენტად არ გამოიყენოს.

სახელმწიფო ამ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას ქვეყნის განვითარების უფრო ფართო მიზნებს დაუკავშირებს.

პორტი უკავშირდება ეკონომიკურ და სატრანსპორტო უსაფრთხოებას და სახელმწიფო მის დაცვას უკეთ განახორციელებს.
ის იქნება პოლიტიკური სტაბილურობის გარანტი და ეკონომიკური წინსვლის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა. რაც მთავარია, ის იქნება საქართველოს ინტერესების დამცველი ქართული პორტი,“ – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: მანიაკალური აკვიატებით მიექანება ევროკავშირი საკუთარი ფატალური ფინალისკენ და გამორიცხულია, 21-ე საუკუნის “მთავარ კატასტროფას” ვინმემ კონკურენცია გაუწიოს
Next: მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.