Skip to content
21/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა ნიშნავს ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლას

მარშალ პრესი 08/07/2022
შალვა პაპუაშვილი

ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა ნიშნავს ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება ხედავს ზოგიერთი უკრაინელი და ქართველი პოლიტიკოსების შეხმატკბილებულ კამპანიას, რაც საქართველოს დისკრედიტაციას გულისხმობს.

„რაც შეეხება ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსის ტანდემს ქართველ პოლიტიკოსებთან, ვხედავთ, როგორ მიდის ერთმანეთთან შეხმატკბილებული კამპანია, რაც სინამდვილეში საქართველოს დისკრედიტაციას გულისხმობს. ჩვენ ვხედავთ წარმოშობით ქართველს უკრაინაში და ქართველებს საქართველოში, რომლებიც ცდილობენ საკუთარი ქვეყნის დისკრედიტირებას. შეიძლება ჩამოწეროს და გაიხსენოს ადამიანმა, რამხელა კამპანიები იყო ატეხილი. ხან სამხედრო თვითმფრინავმა გადაუფრინა თურმე საქართველოს, რაც აღმოჩნდა ტყუილი, რძის პროდუქტებთან დაკავშირებული ამბავი აღმოჩნდა ტყუილი, რამდენი გემი შემოვიდა თუ გავიდა, რაც ასევე აღმოჩნდა ტყუილი. საბოლოო ჯამში საკუთარ სამშობლოს აბრალებენ და აბრალებენ დანაშაულებს, მათ შორის ისინი, რომლებიც არიან ხალხის რჩეულები, ამ ქვეყნის პარლამენტის წევრები და საკუთარ სამშობლოს აბრალებენ დანაშაულების ჩადენას და ოკუპანტთან თანამშრომლობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ხალხის არჩეულია და მისი მიზანში ამოღება ქართველი ხალხის მიზანში ამოღებას ნიშნავს.

„ის, ვინც ებრძვის საქართველოს ხელისუფლებას, ებრძვის ქართველ ხალხს. ეს ჭეშმარიტებაა ნებისმიერი დემოკრატიისთვის, და იმის მცდელობა, რომ ეს გაიმიჯნოს, არის რუსული პროპაგანდა. ის, რასაც რუსეთი იყენებს უკრაინის წინააღმდეგ, იმავე მეთოდს იყენებს უკრაინის ერთ-ერთი პოლიტიკოსი საქართველოს წინააღმდეგ. ჩვეულებრივი რუსული მეთოდია ხალხისა და ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნა. ამ ხალხმა ეს ხელისუფლება არათუ აირჩია და მისცა მანდატი, არამედ ეს მანდატი დაადასტურა კიდეც რამდენიმე თვის წინ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა ნიშნავს ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლას. ეს სხვანაირი ინტერპრეტირება ამის შეუძლებელია დემოკრატიული გაგებით. ის ვინც არადემოკრატიული გაგებით ფიქრობს, ის ნამდვილად ცდილობს ერთმანეთისგან გამიჯნოს ხალხი და ხელისუფლება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Continue Reading

Previous: ორი-სამი ტელევიზია, რომელიც თავს მედიას ეძახის, მედია არ არის, ესენი არიან პარტიული აქტივისტები, რომლებიც ცუდ საქმეს აკეთებენ
Next: ოზურგეთის სოფლებში: ცხემლისხიდში, დვაბზუსა და მშვიდობაურში 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025