Skip to content
21/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ოზურგეთის სოფლებში: ცხემლისხიდში, დვაბზუსა და მშვიდობაურში 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

მარშალ პრესი 08/07/2022
291708449_1211621076262240_539598841462383799_n

„ვასრულებთ კიდევ ერთ დაპირებას, სოფლების – ცხემლისხიდის, დვაბზუსა და მშვიდობაურის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სამშენებლო სამუშაოები დავიწყეთ, რომლის დასრულების შემდეგაც ჩვენს თანამოქალაქეებს, 1 400 – მდე ოჯახს, სტაბილური წყალმომარაგება ექნება“ – განაცხადა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.

პროექტი მოიცავს წყლის სათავე ნაგებობების, რეზერვუარებისა და წყალმომარაგების ახალი ქსელების მოწყობას. მიმდინარე სამუშაოებს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, საკრებულოს წევრთან, ადგილობრივი ხელისუფლებისა და წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. სამუშაოებს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის ბიუჯეტი 10 მილიონამდე ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოები 2023 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.

Continue Reading

Previous: ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა ნიშნავს ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლას
Next: როგორც კი არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს პრეტენზიას, რომ მას ჰქონდეს გადამწყვეტი სიტყვა თანამდებობების დაკომპლექტებაში, კანონების მიღებაში, ის ხდება პარტია და აქვს პარტიული მიზნები

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025