Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ორი-სამი ტელევიზია, რომელიც თავს მედიას ეძახის, მედია არ არის, ესენი არიან პარტიული აქტივისტები, რომლებიც ცუდ საქმეს აკეთებენ

მარშალ პრესი 08/07/2022
გიგლა ბარამიძე

ორი-სამი ტელევიზია, რომელიც თავს მედიას ეძახის, მედია არ არის. ისინი არიან „ნაცმოძრაობის“, „ნაცბანდის“ და ქვეყნის სხეულზე მიმჯდარი „ნაცპარაზიტების“ ნებაყოფლობითი მოჯამაგირეები, მათი აგიტატორები და პრესსამსახურები, – ამის შესახებ პროფესორმა გიგლა ბარამიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, კეზერაშვილი ისეა გაგულისებული, რომ „ნაცბანდისა“ და ამ პრესსამსახურის წარმომადგენლებს თათბირებს კვიპროსზე უტარებს.

„ვიცით რა, რას წარმოადგენს სექტად ქცეული „ნაცმოძრაობა“, ჩვენ არ უნდა გვიკვირდეს მათგან ეს ქცევები. ვსაუბრობთ მილიონებსა და მილიარდებზე, რაც მათ წაიღეს მრავალწლიანი მმართველობის დროს და სწორედ ამ შავი ფულით ხდება ყველაფრის დაფინანსება. იმიტომ არ მიკვირს, რომ ერთ-ერთი ტელევიზიის ხელმძღვანელი, კეზერაშვილი ისეა გაგულისებული, რომ „ნაცბანდისა“ და ამ პრესსამსახურის წარმომადგენლებს თათბირებს კვიპროსზე უტარებს. თვითმფრინავს უგზავნის თბილისში, მიჰყავს და იქ უტარებს თათბირებს ჩვენი ფულით. დაიკავო მიკროფონი და თქვა რომ ჟურნალისტი ხარ, მაგრამ აკეთო სხვა საქმე, ეს ინდულგენცია ხომ არ არის?! მათ მედიაში დასაქმებული ადამიანები არ ჰქვიათ, ესენი არიან პარტიული აქტივისტები, რომლებიც ცუდ საქმეს აკეთებენ“, – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

Post navigation

Previous: მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის ელჩს ღია წერილით მიმართავს
Next: ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა ნიშნავს ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.