Skip to content
01/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე – ანტიკორუფციული ღონისძიებების ნაწილში, რეალურ დროში მონიტორინგი არის სახელმწიფოს ახალი და თანამედროვე მიდგომა, ყოველთვის იქნება კორუფციის რაღაც ხარისხი, მაგრამ ის პრაქტიკულ მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი

მარშალ პრესი 01/07/2026
mamuka mdinaradze1
ანტიკორუფციული ღონისძიებების ნაწილში, რეალურ დროში მონიტორინგი არის სახელმწიფოს ახალი და თანამედროვე მიდგომა,- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო უნდა იყოს მსოფლიოში წამყვანი ქვეყანა კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით.
„ანტიკორუფციული ღონისძიებების ნაწილში, რეალურ დროში მონიტორინგი არის სახელმწიფოს ახალი და თანამედროვე მიდგომა. ჩვენ მიჩვეულები ვიყავით, რომ აუდიტის სამსახური, სხვადასხვა უწყებები – შსს-ს დახმარებით სუს-ი, პროკურატურა, ფინანსური პოლიცია, ყველა ეს სამართალდამცავი უწყება მუშაობდა წარსულზე, ანუ თუ წარსულში ადამიანს ჰქონდა დანაშაული ჩადენილი, ამის გამოვლენაზე, მაგრამ აუდიტის სამსახურიდან დაწყებული ყველა სამართალდამცავ უწყებას მიეცა რეკომენდაცია, რომლის შესრულება და აღსრულება უკვე წარმატებით არის დაწყებული ბოლო 2-3 თვეა განსაკუთრებით და ისინი ახორციელებენ მონიტორინგს რეალურ დროში. მაგალითად, უწყებები კი არ მუშაობენ მხოლოდ ადრე, წინა თვეში, წინა დღეს თუ წინა წელს ჩატარებულ ღონისძიებაზე, ტენდერზე, სახელმწიფო შესყიდვაზე და ა.შ. არამედ რეალურ დროში ამოწმებენ, რამდენად რელევანტურია ფასი, რამდენად რელევანტურია მიდგომა, სატენდერო პირობები და ასე შემდეგ, რომ გამოირიცხოს მაქსიმალურად კორუფციის ნიშნები.
კორუფციის აბსოლუტური აღმოფხვრა – მსოფლიო ისტორიას ასეთი პრეცედენტი არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანას დაეკვეხნოს, ჩვენ კორუფცია აღარ გვაქვს ქვეყანაშიო. კორუფციის არქონა პირობითად შეიძლება ნიშნავდეს კორუფციის ყველაზე დაბალ დონეს და ხარისხს. ასევე, ვერც საქართველო, სამწუხაროდ, ვერ დაიტრაბახებს იმით, რომ კორუფცია აღარ არის ქვეყანაში და შეიძლება 10 წლის მერეც ასე იყოს, მაგრამ ჩვენი მიზანია, რაც მეტი წელი, დღე და თვე გავა, მით ნაკლები კორუფცია გვქონდეს. ყოველთვის იქნება კორუფციის რაღაც ხარისხი, მაგრამ ის პრაქტიკულ მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი და ჩვენ მსოფლიოში წამყვანი ქვეყანა უნდა ვიყოთ, ამის ამბიცია გვაქვს და გვიჩნდება გატარებული ღონისძიებების შედეგადაც.
არსებობს პოლიტიკური ნება, არსებობს გატარებული ღონისძიებები, რომ ჩვენ ამაზე სერიოზულად ვიმუშაოთ, რომ ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა ვიყოთ მსოფლიოში კორუფციის დაბალი დონით. ამიტომ რეალურ დროში მონიტორინგი ხელს შეუწყობს კორუფციასთან ბრძოლას ამ მიმართულებითაც. კორუფცია, რა თქმა უნდა, კვლავ არის, რა თქმა უნდა, კვლავ ხდება კორუფციული ფაქტების გამოვლენა, მაგრამ დაზღვევა და არა შემდგომში გამოვლენა იქნება ერთ-ერთი საკვანძო, ახალი და თანამედროვე მიდგომა ჩვენი სახელმწიფოსი კორუფციასთან მიმართებაში,“- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული სახელმწიფო ისტორიულ მაქსიმუმზეა როგორც უსაფრთხოებისა და სხვადასხვა სახის დანაშაულთან ბრძოლის შედეგებით, ასევე რეალურ დროში პრევენციული ღონისძიებების გატარების ხარისხით
Next: სახელმწიფო აუდიტის სამსახურში უკვე დაინერგა რეალურ დროში ტენდერების და სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის პრაქტიკა, 2026 წელს აუდიტის სამსახურს დაგეგმილი აქვს ასამდე უწყების და ორგანიზაციის შესწავლა ცენტრალურ, ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.