Skip to content
01/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში უკვე დაინერგა რეალურ დროში ტენდერების და სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის პრაქტიკა, 2026 წელს აუდიტის სამსახურს დაგეგმილი აქვს ასამდე უწყების და ორგანიზაციის შესწავლა ცენტრალურ, ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე

მარშალ პრესი 01/07/2026
mamuka mdinaradze

შესაბამისი უწყებები მოახდენენ არამხოლოდ იმ საქმეების მონიტორინგს, რომელიც უკვე წარსულია, არამედ განახორციელებენ მონიტორინგს რეალურ დროში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში უკვე დაინერგა რეალურ დროში ტენდერების და სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის პრაქტიკა, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, 2026 წელს აუდიტის სამსახურს დაგეგმილი აქვს ასამდე უწყების და ორგანიზაციის შესწავლა ცენტრალურ, ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე.

„დღევანდელ ბრიფინგზე ასევე მინდა შევეხო რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც თვისებრივ გავლენას ახდენს ქართულ სახელმწიფოსა და საზოგადოებაზე.
პირველ რიგში, ანტიკორუფციული ღონისძიებები: შესაბამისი უწყებები მოახდენენ არამხოლოდ იმ საქმეების მონიტორინგს, რომელიც უკვე წარსულია, არამედ განახორციელებენ მონიტორინგს რეალურ დროში. ასე მაგალითად: სახელმწიფო აუდიტის სამსახურში უკვე დაინერგა რეალურ დროში ტენდერების და სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის პრაქტიკა.
2026 წელს აუდიტის სამსახურს დაგეგმილი აქვს ასამდე უწყების და ორგანიზაციის შესწავლა ცენტრალურ, ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე. სამსახურმა თავისი რეკომენდაციებითა და დარღვევების გამოვლენით უკვე მოახერხა ათეულობით მილიონი ლარის დაზოგვა თუ დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტში.
მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, აუდიტის სამსახურიდან პროკურატურაში გადაგზავნილი მასალების თანხობრივი გამოხატულება 50 მილიონი ლარია,“- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: მამუკა მდინარაძე – ანტიკორუფციული ღონისძიებების ნაწილში, რეალურ დროში მონიტორინგი არის სახელმწიფოს ახალი და თანამედროვე მიდგომა, ყოველთვის იქნება კორუფციის რაღაც ხარისხი, მაგრამ ის პრაქტიკულ მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი
Next: მამუკა მდინარაძე – მოგვიწევს გათვითცნობიერება, რომ ოპოზიციური ლანდშაფტი არ არსებობს ქვეყანაში, არსებობს აგენტურა, რომელიც სხვადასხვა ფრთიდან და სხვადასხვა ფლანგიდან დავალებების შესაბამისად იბრძვის ხელისუფლებაში მოსვლისათვის, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.