Skip to content
01/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული სახელმწიფო ისტორიულ მაქსიმუმზეა როგორც უსაფრთხოებისა და სხვადასხვა სახის დანაშაულთან ბრძოლის შედეგებით, ასევე რეალურ დროში პრევენციული ღონისძიებების გატარების ხარისხით

მარშალ პრესი 01/07/2026
mamuka mdinaradze

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული სახელმწიფო ისტორიულ მაქსიმუმზეა როგორც უსაფრთხოებისა და სხვადასხვა სახის დანაშაულთან ბრძოლის შედეგებით, ასევე რეალურ დროში პრევენციული ღონისძიებების გატარების ხარისხით, თუმცა, აქვე მინდა მკაფიოდ და ყველას გასაგონად განვაცხადო – ჩვენი მიზანი არ არის ბევრი დაკავებული, ბრალდებული თუ დაჯარიმებული პირი, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბფირინგზე განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ქართული სამართალდამცავი სისტემის, საქართველოს ხელისუფლების და ქართული სახელმწიფოს მიზანია დანაშაულისგან, სიძულვილის ენისგან, დაპირისპირებისგან მაქსიმალურად თავისუფალი სახელმწიფო და საზოგადოება, რომელიც არ ჯერდება მხოლოდ იმას, რომ დღეს საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ უწყებების თითოეულ თანამშრომელს, რომლებზეც დღეს მაქვს საუბარი და რომლებიც თავდაუზოგავად, მაღალი პროფესიონალიზმით და ხშირ შემთხვევაში, სიცოცხლის რისკის ფასად, ემსახურებიან საკუთარ საქმეს. ნამდვილად საამაყოა მათ მხარდამხარ სამშობლოს მსახურება.

ერთი სიტყვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული სახელმწიფო ისტორიულ მაქსიმუმზეა როგორც უსაფრთხოებისა და სხვადასხვა სახის დანაშაულთან ბრძოლის შედეგებით, ასევე რეალურ დროში პრევენციული ღონისძიებების გატარების ხარისხით, თუმცა, აქვე მინდა მკაფიოდ და ყველას გასაგონად განვაცხადო – ჩვენი მიზანი არ არის ბევრი დაკავებული, ბრალდებული თუ დაჯარიმებული პირი. ჩვენი, ქართული სამართალდამცავი სისტემის, საქართველოს ხელისუფლების და ქართული სახელმწიფოს მიზანია დანაშაულისგან, სიძულვილის ენისგან, დაპირისპირებისგან მაქსიმალურად თავისუფალი სახელმწიფო და საზოგადოება, რომელიც არ ჯერდება მხოლოდ იმას, რომ დღეს საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში.

ჩვენ ვზრუნავთ მაქსიმალურ პოზიტიურ შედეგებზე ყველა მიმართულებით, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ, განსაკუთრებით ქვეყნის დამოუკიდებლობის და საზოგადოებრივი მხარდაჭერის პირობებში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: მარიამ ქვრივიშვილი: „საქართველოს მთავრობა 2032 წლამდე დაახლოებით 7 მილიარდ აშშ დოლარს დააბანდებს და კვლავაც გააგრძელებს ინვესტირებას სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორებში“
Next: მამუკა მდინარაძე – ანტიკორუფციული ღონისძიებების ნაწილში, რეალურ დროში მონიტორინგი არის სახელმწიფოს ახალი და თანამედროვე მიდგომა, ყოველთვის იქნება კორუფციის რაღაც ხარისხი, მაგრამ ის პრაქტიკულ მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.