Skip to content
01/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა საკოორდინაციო შეხვედრა თემაზე: „დაცული ლანდშაფტის მართვა და უწყებათაშორისი კოორდინაცია“

მარშალ პრესი 01/07/2026
732763227_1405506714965243_587490061655353255_n
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების პოლიტიკის დეპარტამენტის ორგანიზებით, გაიმართა საკოორდინაციო შეხვედრა თემაზე: „დაცული ლანდშაფტის მართვა და უწყებათაშორისი კოორდინაცია“.
შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრთან დენის სალუქვაძესთან ერთად დაესწრო.
შეხვედრის მიზანი იყო დაცული ლანდშაფტების მართვის მიმართულებით არსებული გამოცდილების გაზიარება, აქტუალური საკითხებისა და გამოწვევების განხილვა, ასევე სახელმწიფო უწყებებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტიანი კოორდინაციისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა.
ღონისძიების ფარგლებში განხილულ იქნა დაცული ლანდშაფტების მართვის პოლიტიკა, სამართლებრივი ჩარჩო, მოქმედი მართვის მოდელი და პრაქტიკული გამოცდილება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მართვის პროცესში არსებულ გამოწვევებს, მათი გადაჭრის შესაძლებლობებსა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის წარმომადგენლები და მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია.
შეხვედრის შემდეგ განხორციელდა მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე გასვლით ვიზიტი, რომლის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ დაცული ლანდშაფტის მართვის პრაქტიკულ გამოცდილებას, განხორციელებულ საქმიანობასა და არსებულ გამოწვევებს.

Post navigation

Previous: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის მორიგი უფასო სამედიცინო აქცია ოზურგეთში გამართა
Next: გურამ მაჭარაშვილი: პეტერ ფიშერი დიპლომატიური საქმიანობის ნაცვლად პოლიტიკურ პროცესებში იყო ჩართული და კარგია, რომ ეს ეპოქა დასრულდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.