Skip to content
01/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: პეტერ ფიშერი დიპლომატიური საქმიანობის ნაცვლად პოლიტიკურ პროცესებში იყო ჩართული და კარგია, რომ ეს ეპოქა დასრულდა

მარშალ პრესი 01/07/2026
guram macharashvili

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის, საქმიანობა შეაფასა და განაცხადა, რომ ის დიპლომატიური მისიის შესრულების ნაცვლად პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობდა.

მაჭარაშვილის თქმით, პეტერ ფიშერი მხარს უჭერდა ძალადობრივი პროტესტის მონაწილეებს, ესწრებოდა სასამართლო პროცესებს და ამით საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს აზიანებდა.

„პეტერ ფიშერი იყო ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა, დიპლომატიური საქმიანობის გარდა – მხარს უჭერდა ძალადობრივი პროტესტის მონაწილეებს, ესწრებოდა სასამართლო პროცესებს და აზიანებდა საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს. კარგია, რომ ეს ეპოქა დასრულდა. იმედი მაქვს, ახალი ელჩი, როგორც მინიმუმ, შეასრულებს თავის დიპლომატიურ მისიას,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა საკოორდინაციო შეხვედრა თემაზე: „დაცული ლანდშაფტის მართვა და უწყებათაშორისი კოორდინაცია“
Next: დავით ქართველიშვილი: Moody’s-ის გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკის მდგრადობასა და საერთაშორისო ნდობის ზრდაზე მიუთითებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.