Skip to content
30/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესების კოორდინაციის მიზნით შექმნილ უწყებათაშორისი კომისიის მორიგ სხდომას დაესწრო

მარშალ პრესი 30/06/2026
735969752_2052841745606555_3770034492804012414_n

სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესების კოორდინაციის მიზნით უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე მონაწილეობდნენ.

სხდომის მონაწილეებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა განიხილეს, არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და მათი გადაჭრის მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავეს. საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხისა და პროექტების დროულ განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კომისიის სხდომაში მონაწილეობა ასევე, მიიღეს უწყებათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარეებმა: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა და მოადგილე თამარ მახარაშვილმა, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზაზა კვიციანმა.

Post navigation

Previous: ეკატერინა ივანიშვილი მიმართავს შვილმოკლულ დედას, ეკა კუპატაძეს
Next: თორნიკე მოლაშვილი: ცოტნე ივანიშვილს უსაუბრია „ქართველ“ აგენტებზე და თითქოს ყველას სათქმელი თქვა – დიახ, ქართველი ხალხი ვერ დაიქირავებს იმ პოლიტიკოსს, რომელიც უკვე დაქირავებულია უცხო ძალის მიერ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.