Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: პლურალიზმისა და დეპოლარიზაციის გარანტი არის არა დაბალი ბარიერი, არამედ პირიქით – დეპოლარიზაცია არის ჯერ საჭირო იმისთვის, რომ დაბალმა ბარიერმა იმუშაოს პლურალიზმის უზრუნველსაყოფად

მარშალ პრესი 07/07/2022
შალვა პაპუაშვილი

პლურალიზმისა და დეპოლარიზაციის გარანტი არის არა დაბალი ბარიერი, არამედ პირიქით – დეპოლარიზაცია არის ჯერ საჭირო იმისთვის, რომ დაბალმა ბარიერმა იმუშაოს პლურალიზმის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„დაბალ ბარიერს რომ დეპოლარიზაცია შეეძლოს, ჩვენ დიდი ხანია გვექნებოდა. 2020 წელს 1%-იანი ბარიერი იყო, რამაც არა მრავალფეროვანი პარლამენტი, არამედ მოგვცა „ნაციონალური მოძრაობა“ მრავალი სახით. როდესაც 12-პუნქტიან გეგმაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი არის სწორედ დეპოლარიზაცია. საბოლოო ჯამში დეპოლარიზაცია მიიღწევა დანარჩენი 11 პუნქტის შესრულებითაც.

თუ იქნება კონსტრუქციული დიალოგი, ეს საბოლოო ჯამში დაწევს რადიკალურ დღის წესრიგს. კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკვე გულისხმობს, რომ ის პუნქტები შესრულდა კონსტრუქციული დიალოგის კუთხით. მათ შორის ამის შედეგი იქნება, რომ რადიკალური დღის წესრიგი მეორე პლანზე გადავა და აქ უკვე შესაძლებელი გახდება, რომ დაბალმა ბარიერმა შეასრულოს ის ფუნქცია, რომელიც მას აქვს. უზრუნველყოს პლურალიზმი და არა მრავალსახოვანი „ნაციონალური მოძრაობა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დეკემბერში, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, პარლამენტი მიიღებს კანონს, რომლითაც, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით ჩატარდება.

Post navigation

Previous: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
Next: შალვა პაპუაშვილი: ვისაც უნდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილება, მის ინტერესებს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.