Skip to content
14/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

მარშალ პრესი 07/07/2022
ჩოხატაური

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, დასრულებული და მიმდინარე პროექტები დაათვალიერა.

მიმდინარეობს სოფელ ჩხაკაურაში, ქვაბღაში, ნაკადულში, სამებაში, შუა ამაღლებაში, დაბლაციხეში, ბუკისციხესა და ზემო ფარცხმაში ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი შიდა გზების რეაბილიტაცია, ხოლო დაბა ჩოხატაურში მდინარე ორპირას კალაპოტისა და რეკრეაციული ზონის მოწყობა.

დასრულდა კოხნარი-საჭამიასერის და ბურნათი-კოხნარის დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია. ასევე, სოფელ ქვენობანში მინი სტადიონის და სკვერის მშენებლობა.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

Continue Reading

Previous: სახეზეა დიდი შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, რომლის უკან Credit Suisse-სის ინტერესები ვლინდება! – ლევან მამალაძე
Next: შალვა პაპუაშვილი: პლურალიზმისა და დეპოლარიზაციის გარანტი არის არა დაბალი ბარიერი, არამედ პირიქით – დეპოლარიზაცია არის ჯერ საჭირო იმისთვის, რომ დაბალმა ბარიერმა იმუშაოს პლურალიზმის უზრუნველსაყოფად

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025