Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ვისაც უნდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილება, მის ინტერესებს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა

მარშალ პრესი 07/07/2022
შალვა პაპუაშვილი

ის, ვინც დღეს არ მონაწილეობს ამ 12 პრიორიტეტის [ევროკომისიის რეკომენდაციები] გარშემო მუშაობაში, ეწინააღმდეგება კანდიდატის სტატუსის მოცემას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღება, შედეგიდან გამომდინარე „ქართულ ოცნებას“ თავისთავად გააძლიერებს.

„საერთო ჯამში, ის, ვისაც უნდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილება, მის ინტერესებს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა, ვინაიდან ყველა აცნობიერებს, რომ კანდიდატის სტატუსის მიცემა, ამ შედეგიდან გამომდინარე „ქართულ ოცნებას“ თავისთავად გააძლიერებს. ამიტომ ბუნებრივი მოცემულობაა, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობისა“ და მის გარშემო მყოფი პარტიებისთვის, რომ მათ მიზანს, ვისაც სურთ, რომ ჩამოაცილონ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას, ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესი, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადას შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: შალვა პაპუაშვილი: პლურალიზმისა და დეპოლარიზაციის გარანტი არის არა დაბალი ბარიერი, არამედ პირიქით – დეპოლარიზაცია არის ჯერ საჭირო იმისთვის, რომ დაბალმა ბარიერმა იმუშაოს პლურალიზმის უზრუნველსაყოფად
Next: ეს არის არჩევანი დავარცხნილ და დაუვარცხნელ მონათმფლობელს შორის – ნანა კაკაბაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.