“სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის” ხელმძღვანელი ლევან მამალაძე სოციალურ ქსელში წერს:
“სახეზეა დიდი შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, რომლის უკან Credit Suisse-სის ინტერესები ვლინდება!
Credit Suisse-ის პოლიტიკურ მაქინაციებზე ჯერ კიდევ 10 ივნისს ვთქვი, რაც მედია საშუალებებში სათანადოდ გავრცელდა. (https://mpn.ge/?p=6097 , https://www.youtube.com/watch?v=ksOSLKhVjK8 , https://mpn.ge/?p=6977… , https://www.youtube.com/watch?v=InM-kqIIavk)
იმთავითვე გაჩნდა ეჭვი , რომ Credit Suisse-სმა ზეგავლენა მოახდინა ევროპარლამენტზე და საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუცია მიიღეს, სადაც ბიძინა ივანიშვილზე სანქციების დაწესებაც დააფიქირეს. Credit Suisse-ის პოლიტიკურ მაქინაციებზე ჩემი ვარაუდი გაამყარა იმ გარემოებამ, რომ ბანკმა სასამართლო წააგო, დაეკისრა მითვისებული 480 მილიონი დოლარის დაბრუნება , თანხის გადახდაზე თავის არიდება კი მხოლოდ ივანიშვილზე სანქციების დაწესებით შეუძლია. Credit Suisse-ის კორუფციული ქმედებებზე ჩემი ეჭვი, 5 ივლისის წერილით დადასტურდა, სადაც შვეიცარიული ბანკი აცნობებს ბენეფიციარს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე დაყრდნობით, თანხის დაბრუნებას არ პირებს . მაშინ , როცა ევროკომისიის და ევრო-საბჭოს გადაწყვეტილებებში ივანიშვილზე სანქციები არ ჩაწერილა. ფაქტია, რომ ევრო კავშირს სანქცია არ დაუწესებია, Credit Suisse-სი კი ევროპარლამენტის უსაფუძვლო რეზოლუციას ეყრდნობა და თანხას არ იხდის, რითაც ევროპულ და საერთაშორისო კანონმდებლობას უხეშად არღვევს. ასევე დასტურდება ის ვარაუდი, რომ უკრაინაში გამოზრდილი არახამიას შეურაცხმყოფელი განცხადებები და სანქციების მოთხოვნა ხსენებული ბანკის გეგმაში ზის, რასაც საქართველოში შიდაპოლიტიკური მღელვარების გაღვივებაც ემატება. დააკვირდით, უცხოეთიდან დაფინანსებული მეხუთე კოლონის მთავარი მოთხოვნა ხომ ბიძინა ივანიშვილზე სანაციების დაწესება და დეოლიგარქიზაციის მოტივით მისი განდევნაა. როცა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღების აუცილებლობა დადგა , სწორე მათ გაილაშქრეს სამართლებრივი რეგულირების წინააღმდეგ, იმ მოტივით რომ „ოლიგარქი“ ივანიშვილია და ტელევიზიებისა და რადიკალური პარტიების დამფინანსებელ ოლიგარქებს გადაეფარნენ.
სახეზეა დიდი შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, რომლის უკან Credit Suisse-სის ინტერესები ვლინდება!
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უნდა დაიწყოს ამ საკითხი შეისწავლა , სამართლებრივი შეფასება მიეცეს შვეიცარიული ბანკის ქმედებებს , სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოკვეთის მიზნით. მათ შორის ევრო პარლამენტარების, ევრო ჩინოვნიკების, პოლიტიკოსების, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო და პოლიტიკურ ორგანიზაციათა , მედია საშუალებების წარმომადგენლებთან მიმართებაში. ამ პროცესში აუცილებელი იქნება , გამოცდილი საერთაშორისო ექსპერტების და სპეციალისტების მოწვევა, ვისაც აქვს მსგავსი პოლიტიკური და კორუფციული დანაშაულებების შესწავლის გამოცდილება. საქართველოში არეულობების, რევოლუციების მოწყობა და ხელისუფლების მისაკუთრების მცდელობა არვის არ უნდა შერჩეს.
ეს პრეცენდენტი აუცილებლად უნდა შევქმნათ, რაც საქართველოს ავტორიტეტს უფრო გაზრდის. მოწინააღმდეგენი კი ლუსტრირებულნი იქნებიან!
დავეხმაროთ ევროპას კორუფციული და პოლიტიკური მაქინაციების დაძლევაში! – წერს “სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის” ხელმძღვანელი ლევან მამალაძე
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვას დაესწრო