Skip to content
29/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მთავარია, საერთო მიზანი გვაერთიანებდეს – ეს გახლავთ სამშობლოს სიყვარული და სურვილი, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი სასიკეთო საქმე გავაკეთოთ – მარიამ გრიგოლიშვილი

მარშალ პრესი 29/06/2026
mariam grigolishvili

“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელი კონფერენცია დღეს თბილისში გაიმართება.

შეკრებები აპრილში, აჭარიდან დაიწყო და დისკუსია კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარეობდა.

ორგანიზაციის წევრები აღნიშნავენ, რომ შეხვედრები შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

მარიამ გრიგოლიშვილის განცხადებით, ერთიანი იდეითა და მიზნით, ჩვენი ქვეყანა აუცილებლად წინ წავა:

“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები გახლავთ იმის დასტური, რომ როგორი პოლიტიკური შეხედულებებიც და როგორი კრიტიკული შეკითხვებიც არ უნდა ჰქონდეთ ახალგაზრდებს, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. მთავარია, ერთი საერთო მიზანი გვაერთიანებდეს – ეს გახლავთ სამშობლოს სიყვარული და სურვილი, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი სასიკეთო საქმე გავაკეთოთ. ამ ერთიანი იდეითა და მიზნით, ჩვენი ქვეყანა აუცილებლად წინ წავა. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ამ პროექტზე გაჟღერებული იდეები აუცილებლად გაითვალისწინება შემდგომში ახალგაზრდული პოლიტიკის დაგეგმვის ნაწილში,” – აღნიშნავს “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის გამგეობის წევრი მარიამ გრიგოლიშვილი.

დასკვნით შეხვედრაზეც ფორმატი უცვლელია. რეგიონული კონფერენციების მიზანი, ახალგაზრდებთან უშუალო კომუნიკაცია და პოლიტიკურ პროცესებში მათი მონაწილეობის გაზრდაა.

Post navigation

Previous: დღეს გაიმართება თბილისში დასკვნითი ღონისძიება და ვიმედოვნებ, რომ ესეც ისეთივე შედეგიანი იქნება, როგორც წინა 10 შეხვედრა – ანრი მეტრეველი “ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელ კონფერენციაზე
Next: დღეს ჩვენს კონფერენციებს ვაჯამებთ, თუმცა ამით არ სრულდება ის პროცესი, რომელიც ახალგაზრდებთან ერთად დავიწყეთ, წინ ახალი იდეები და ახალ-ახალი პროექტებია – თეკლა თიკანაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.