Skip to content
29/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დღეს გაიმართება თბილისში დასკვნითი ღონისძიება და ვიმედოვნებ, რომ ესეც ისეთივე შედეგიანი იქნება, როგორც წინა 10 შეხვედრა – ანრი მეტრეველი “ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელ კონფერენციაზე

მარშალ პრესი 29/06/2026
anri metreveli

საქართველოს 10 რეგიონის შემდეგ, “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელი კონფერენცია ახლა უკვე დედაქალაქში იმართება. ორგანიზაციის წევრები ახალგაზრდებს თბილისში ერთ საათში შეხვდებიან. შეკრებები აპრილში, აჭარიდან დაიწყო და დისკუსია კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარეობდა.

“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის გამგეობის წევრი ანრი მეტრეველი იმედოვნებს, რომ დასკვნითი შეხვედრაც ისეთივე შედეგიანი იქნება, როგორც წინა 10 შეხვედრა:

“ახალგაზრდული ორგანიზაციის სახელით ჩატარდა 10 რეგიონული კონფერენცია, რაც უალტერნატივოა იმ შემთხვევაში, თუ გვინდა და, რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ახალგაზრდებმა ერთმანეთს ხმა გააგონონ და ის პრობლემები, რომელიც აწუხებთ, ხმამაღლა გაჟღერდეს და მოგვარდეს. უკვე დროა, დავსხდეთ და ვისაუბროთ ყველა იმ პრობლემაზე, რაც გვაწუხებს. დღეს გაიმართება თბილისში დასკვნითი ღონისძიება და ვიმედოვნებ, რომ ესეც ისეთივე შედეგიანი იქნება, როგორც წინა 10,” – აცხადებს “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის გამგეობის წევრი ანრი მეტრეველი.

დასკვნით შეხვედრაზეც ფორმატი უცვლელია. რეგიონული კონფერენციების მიზანი ახალგაზრდებთან უშუალო კომუნიკაცია და პოლიტიკურ პროცესებში მათი მონაწილეობის გაზრდაა.

Post navigation

Previous: კასიმ-ჟომარტ ტოკაევი ირაკლი კობახიძეს – ბატონო პრემიერ-მინისტრო, გამორჩეული ლიდერობისა და ყაზახეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის აღსანიშნავად, გადმოგცემთ „მეგობრობის“ პირველი ხარისხის ორდენს, ეს ჯილდო ჩვენი ქვეყნების მჭიდრო კავშირებისა და მზარდი პარტნიორობის სიმბოლოა
Next: დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მთავარია, საერთო მიზანი გვაერთიანებდეს – ეს გახლავთ სამშობლოს სიყვარული და სურვილი, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი სასიკეთო საქმე გავაკეთოთ – მარიამ გრიგოლიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.