Skip to content
29/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დღეს ჩვენს კონფერენციებს ვაჯამებთ, თუმცა ამით არ სრულდება ის პროცესი, რომელიც ახალგაზრდებთან ერთად დავიწყეთ, წინ ახალი იდეები და ახალ-ახალი პროექტებია – თეკლა თიკანაშვილი

მარშალ პრესი 29/06/2026
tekla tikanashvili

“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელი კონფერენცია დღეს თბილისში გაიმართება.

“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის გამგეობის წევრი თეკლა თიკანაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს დასკვნითი ღონისძიება უნდა გაიმართოს, პროცესი არ სრულდება და წინ ახალი იდეები, ინიციატივები და პროექტებია:

“ჩვენმა შეხვედრებმა დაგვანახა, რომ ქართულ პოლიტიკაში ქართველი ახალგაზრდების ხმა ნამდვილად ისმის. ჩვენ მოვისმინეთ მათი იდეები, ინიციატივები და დავუკვირდით, რომ აუცილებლად გადავა მათი ხედვები სამუშაო რეჟიმში. დღეს ჩვენს კონფერენციებს ვაჯამებთ, თუმცა ამით არ სრულდება ის პროცესი, რომელიც ახალგაზრდებთან ერთად დავიწყეთ. წინ ახალი იდეები, ინიციატივები და ახალ-ახალი პროექტებია,” – აცხადებს “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის გამგეობის წევრი თეკლა თიკანაშვილი.

დასკვნით შეხვედრაზეც ფორმატი უცვლელია. რეგიონული კონფერენციების მიზანი, ახალგაზრდებთან უშუალო კომუნიკაცია და პოლიტიკურ პროცესებში მათი მონაწილეობის გაზრდაა. შეკრებები აპრილში, აჭარიდან დაიწყო და დისკუსია კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარეობდა.

Post navigation

Previous: დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მთავარია, საერთო მიზანი გვაერთიანებდეს – ეს გახლავთ სამშობლოს სიყვარული და სურვილი, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი სასიკეთო საქმე გავაკეთოთ – მარიამ გრიგოლიშვილი
Next: საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.