Skip to content
27/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერი – 157 კომპანიას პირობით ეპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები, რაც დააჩქარებს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას. ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციის შედეგად, წლიურ ჭრილში გვეზოგება 24,7 მილიონი ლარი

მარშალ პრესი 26/06/2026
IRAKLI KOBAKHIDZE

ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამისთვის გატარდა ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები.

„განსაკუთრებული აქცენტი მინდა გავაკეთო სახელმწიფო საწარმოებში განხორციელებულ რეფორმებზე.

დავიწყებ ენერგეტიკის სექტორით, სადაც განხორციელდა სექტორის გამოწვევების სრული ანალიზი და მომზადდა განვითარების 10-წლიანი გეგმა. ასევე დაინიცირდა ქსელის წესებში ცვლილება და მოწესრიგდა პროექტების გამჭვირვალედ მართვის პროცესი. მთელი რიგი მანკიერი პრაქტიკები იყო ჩამოყალიბებული ენერგეტიკის სექტორში. აღმოიფხვრა მთლიანად გასული წლის განმავლობაში დაჯავშნილი დაერთების ნებართვების გაცემის ვადების გახანგრძლივების და ნებართვების გადაყიდვის ასეთი მანკიერი პრაქტიკები, რაც თვისობრივად დააჩქარებს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ, როდესაც 157 კომპანიას პირობით ეპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები. ესეც დააჩქარებს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას. ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში, ასეთი არსებითად 6 საწარმოა, განხორციელდა შტატების ოპტიმიზაცია, შედეგად ჩვენ ყოველწლიურად წლიურ ჭრილში გვეზოგება 24,7 მილიონი ლარი. მთლიანობაში ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში გაუქმდა 979 საშტატო ერთეული. დანაზოგმა შეადგინა თითქმის 25 მილიონი ლარი.

ასევე განხორციელდა შესყიდვების ოპტიმიზაცია და საკონტრაქტო ღირებულებების შემცირება და ამ ყველაფრის ხარჯზე ერთჯერადად დაიზოგა 348 მილიონი ლარი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: პრემიერი – საანგარიშო პერიოდში, გაზიფიკაციის პროცესში, 60-ზე მეტი დასახლებული პუნქტი ჩაერთო გაზის მიწოდების ქსელში, რაც დაახლოებით 10 000 ოჯახია
Next: სომხური მედიის ცნობით, სომხეთში დააკავეს ოპოზიციის წარმომადგენელი ავეტიკ ჩალაბიანი, რომელსაც ბრალად უცხოელების დახმარებით ოპოზიციის სასარგებლოდ არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობა ედება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.