Skip to content
29/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

სომხური მედიის ცნობით, სომხეთში დააკავეს ოპოზიციის წარმომადგენელი ავეტიკ ჩალაბიანი, რომელსაც ბრალად უცხოელების დახმარებით ოპოზიციის სასარგებლოდ არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობა ედება

მარშალ პრესი 26/06/2026
avek chalabiani

სომხეთში ოპოზიციონერი ავეტიკ ჩალაბიანი დააკავეს – მას უცხო სახელმწიფოების ოფიციალურ პირებთან შეხვედრა და მათთვის “სასურველი პოლიტიკური ძალის გამარჯვების უზრუნველყოფისკენ” მოწოდება ედება ბრალად.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ჩალაბიანი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფის “სომხეთის რეფერენდუმის” წევრია, ოთხშაბათს დააკავეს.

მედიის ცნობით, ჩალაბიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით, დაკავების მიზეზი ჩალაბიანის მიერ 2026 წლის მაისში საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტები გახდა, სადაც ის სხვა ქვეყნის ოფიციალურ პირებს შეხვდა.

“დაარწმუნა და წააქეზა ისინი, გამოეყენებინათ თავიანთი სამსახურებრივი და მთავრობის უფლებამოსილებები და გავლენა სომხეთის მოქალაქეების საარჩევნო უფლებების თავისუფალი განხორციელების ხელშესაშლელად”, – აცხადებს უწყება.

გამოცემა Civilnet კომიტეტზე დაყრდნობით წერს, რომ ჩალაბიანმა უცხოელ ოფიციალურ პირებთან შეთანხმებას მიაღწია, რათა “ამ ქვეყანაში მყოფი სომეხი დასაქმებულები” ეიძულებინათ, ჩასულიყვნენ სომხეთში და ხმა მიეცათ “ძლიერი სომხეთის ალიანსისთვის” – ოპოზიციური ჯგუფისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად არ სახელდება ის ქვეყანა, რომელსაც ჩალაბიანი ეწვია, სომეხი ოფიციალური პირები და ადგილობრივი მეთვალყურეები 7 ივნისის არჩევნებამდე აფრთხილებდნენ საზოგადოებას შესაძლო ჩარევის შესახებ.

Post navigation

Previous: პრემიერი – 157 კომპანიას პირობით ეპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები, რაც დააჩქარებს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას. ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციის შედეგად, წლიურ ჭრილში გვეზოგება 24,7 მილიონი ლარი
Next: დავით ქართველიშვილი: ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საბავშვო მულტფილმი „მაშა და დათვი“ კრემლის „რბილი ძალის“ ინსტრუმენტია – მსგავსი განცხადებები პოლიტიკური დღის წესრიგის ღრმა კრიზისზე მეტყველებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.