Skip to content
27/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერი – საანგარიშო პერიოდში, გაზიფიკაციის პროცესში, 60-ზე მეტი დასახლებული პუნქტი ჩაერთო გაზის მიწოდების ქსელში, რაც დაახლოებით 10 000 ოჯახია

მარშალ პრესი 26/06/2026
irakli kobakhidze67

საანგარიშო პერიოდში, გაზიფიკაციის პროცესში, 60-ზე მეტი დასახლებული პუნქტი ჩაერთო გაზის მიწოდების ქსელში, რაც დაახლოებით 10 000 ოჯახს მოიცავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობამ წარმატებით აწარმოა ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან, რის შედეგადაც ქვეყანამ მიიღო 2 მლრდ კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის გარანტია, ოპტიმალური ღირებულებით.

„გრძელდებოდა გაზიფიკაციის პროცესი. გაზის მიწოდების ქსელში, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, ჩაერთო 60-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, დაახლოებით 10 000 აბონენტს მოიცავს, 10 000 ოჯახს ეს პროცესი. ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ვაწარმოეთ ჩვენ ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან, აზერბაიჯანთან გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით, რასაც აქვს პრინციპული მნიშვნელობა ბუნებრივია ჩვენი ქვეყნისთვის და ეს მოლაპარაკებები ძალიან დიდი წარმატებით დაასრულა ეკონომიკის სამინისტრომ – ჩვენ მივიღეთ 2 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გარანტია, მოცულობის გარანტია ოპტიმალური სათანადო ფასით.

მე მინდა, მადლობა გადავუხადო როგორც ეკონომიკის სამინისტროს, ისე ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს მოლაპარაკებებისა და მიღწეული შედეგისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – საანგარიშო პერიოდში გაიხსნა 4 ახალი იუსტიციის სახლი, გაფართოვდა მობილური იუსტიციის სახლების მომსახურების არეალი 79 დასახლებული პუნქტით
Next: პრემიერი – 157 კომპანიას პირობით ეპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები, რაც დააჩქარებს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას. ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციის შედეგად, წლიურ ჭრილში გვეზოგება 24,7 მილიონი ლარი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.