Skip to content
27/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე – საანგარიშო პერიოდში გაიხსნა 4 ახალი იუსტიციის სახლი, გაფართოვდა მობილური იუსტიციის სახლების მომსახურების არეალი 79 დასახლებული პუნქტით

მარშალ პრესი 26/06/2026
irakli kobakhidze111

საანგარიშო პერიოდში გაიხსნა 4 ახალი იუსტიციის სახლი, გაფართოვდა მობილური იუსტიციის სახლების მომსახურების არეალი 79 დასახლებული პუნქტით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2012 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა.

„მოგეხსენებათ, იუსტიციის სახლებთან დაკავშირებით, საანგარიშო პერიოდში გაიხსნა 4 ახალი იუსტიციის სახლი: გლდანში, საგარეჯოში, ხელვაჩაურში და სოფელ ტოლებში. მე შეგახსენებთ, რომ 2012 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა. სამუშაოები გრძელდება მცხეთაში, ახმეტაში, სოფელ ზოტში და სოფელ ჭალაში. ასევე გაფართოვდა მობილური იუსტიციის სახლების მომსახურების არეალი 79 დასახლებული პუნქტით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – „საქართველოს ფოსტა“ იყო წამგებიანი ორგანიზაცია და მთელი ამ გასული წლების განმავლობაში, „საქართველოს ფოსტა“ პირველად წელს გავა მოგებაზე
Next: პრემიერი – საანგარიშო პერიოდში, გაზიფიკაციის პროცესში, 60-ზე მეტი დასახლებული პუნქტი ჩაერთო გაზის მიწოდების ქსელში, რაც დაახლოებით 10 000 ოჯახია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.