Skip to content
28/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერი – პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში საანგარიშო პერიოდში დაფინანსდა 1 279 მეწარმე სუბიექტი, საკრედიტო-საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 303 კომპანიის 345 პროექტი, ამ ყველაფრის შედეგად შეიქმნება 1 900 ახალი სამუშაო ადგილი

მარშალ პრესი 26/06/2026
irakli kobakhidze

ძალიან მნიშვნელოვანია ის პროგრამები, რომლებიც არის განკუთვნილი მეწარმეობის მხარდაჭერისთვის, პირველ რიგში “აწარმოე საქართველოში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ პროგრამის ფარგლებში საანგარიშო პერიოდში დაფინანსდა 1 279 მეწარმე სუბიექტი.

„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საკრედიტო-საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამა. აქ დაფინანსდა 303 კომპანიის 345 პროექტი. ამ ყველაფრის შედეგად შეიქმნება 1 900 ახალი სამუშაო ადგილი.

“აწარმოე საქართველოს” ინდუსტრიული ნაწილი – აქ დაფინანსდა 467 კომპანიის 543 პროექტი. ჯამური საინვესტიციო მოცულობა შეადგენდა 824 მილიონ ლარს, შეიქმნება 4 000 სამუშაო ადგილი. მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამით 31 მილიონი ლარის 686 სესხი გაიცა. აქტიურად ვმუშაობთ ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით და აქ ხაზს გავუსვამ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პროექტს, რომელიც ძალიან აქტიურად ხორციელდება და ძალიან მალე შეიქმნება ეს ჰაბი ძალიან მნიშვნელოვან ქალაქში, ქუთაისში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – სახმელეთო სექტორში განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი საკადრო, საოპერაციო შესყიდვების ოპტიმიზაციის პროცესი, დაიზოგა წლიურად 374 000 ლარი, ნებართვების გაცემის პროცესი გახდა გამჭვირვალე და სამართლიანი
Next: ირაკლი კობახიძე – აქტიურად ვმუშაობთ ვაზიანში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაზე, რომელიც დაახლოებით 20 მლნ მგზავრს მოემსახურება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.