Skip to content
27/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – აქტიურად ვმუშაობთ ვაზიანში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაზე, რომელიც დაახლოებით 20 მლნ მგზავრს მოემსახურება

მარშალ პრესი 26/06/2026
irakli kobakhidze23

აქტიურად ვმუშაობთ ვაზიანში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ახალი საერთაშორისო აეროპორტი 20 მლნ მგზავრს მოემსახურება.

„ჩვენი ვარაუდით, მშენებლობის პროცესი დაიწყება მომავალი წლის ბოლოს და დასრულდება 2031 წლის ბოლოს. მას შემდეგ, რაც ამოიწურება არსებულ აეროპორტთან ხელშეკრულება, უკვე დაიწყებს ოპერირებას ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც მოემსახურება დაახლოებით 20 მლნ მგზავრს. ჩვენ გვაქვს პროგნოზი, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად გაიზრდება მგზავრთნაკადი ჩვენს ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, ამას უნდა უპასუხოს თბილისის ახალმა საერთაშორისო აეროპორტმა.

ასევე მალე დაიწყება თელავის აეროპორტის და მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა. მშენებლობის დაწყება იგეგმება ოქტომბერში და დასრულება ნავარაუდევია 2028 წლის ბოლომდე. ახალი აეროპორტი გვექნება თელავში შიდა ავიამიმოსვლისთვის და გვექნება მესტიის აეროპორტში სრულიად ახალი ტერმინალი,“- აღნიშნა პრემიერმა.

 

Post navigation

Previous: პრემიერი – პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში საანგარიშო პერიოდში დაფინანსდა 1 279 მეწარმე სუბიექტი, საკრედიტო-საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 303 კომპანიის 345 პროექტი, ამ ყველაფრის შედეგად შეიქმნება 1 900 ახალი სამუშაო ადგილი
Next: ირაკლი კობახიძე – მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში აიზომა 2 157 000 მიწის ნაკვეთი, ქვეყნის საკადასტრო დაფარვის მაჩვენებელმა გადააჭარბა 95%-ს, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სისტემური რეფორმა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.