Skip to content
28/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – სახმელეთო სექტორში განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი საკადრო, საოპერაციო შესყიდვების ოპტიმიზაციის პროცესი, დაიზოგა წლიურად 374 000 ლარი, ნებართვების გაცემის პროცესი გახდა გამჭვირვალე და სამართლიანი

მარშალ პრესი 26/06/2026
irakli kobakhidze4

სახმელეთო სექტორში განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი საკადრო, საოპერაციო შესყიდვების ოპტიმიზაციის პროცესი. დაიზოგა წლიურად 374,000 ლარი. ნებართვების გაცემის პროცესი გახდა გამჭვირვალე და სამართლიანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განხორციელდება არასერტიფიცირებული ავტოსადგურების სერტიფიცირება.

„რაც შეეხება სახმელეთო სექტორს, აქაც განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი საკადრო, საოპერაციო შესყიდვების ოპტიმიზაციის პროცესი. დაიზოგა წლიურად 374,000 ლარი. ნებართვების გაცემის პროცესი გახდა გამჭვირვალე, სამართლიანი. აღიკვეთა ნებართვების გადაყიდვის პრაქტიკა, ასეთი მანკიერი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული და 6,214 გადამზიდავი მოექცა თანაბარ პირობებში.

გადამზიდავთა 4 ასოციაციას ჩამოერთვა და სააგენტოს დაუბრუნდა ნებართვების განაწილების უფლება. აქაც ეს მანკიერი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული, შუამავლებით ოპერირების პრაქტიკა. პარტნიორ ქვეყნებთან მოლაპარაკებების შედეგად, ნებართვების კვოტები გაიზარდა 10%-ით. განხორციელდება არასერტიფიცირებული ავტოსადგურების სერტიფიცირება. ყველა მუნიციპალიტეტში იფუნქციონირებს სულ მცირე ერთი სერტიფიცირებული ავტოსადგური. პირველი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის ამოქმედდება სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. გაციფრულდება რეგიონში პარტნიორ ქვეყნებთან არსებული სატვირთო და სამგზავრო ნებართვები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – ტურიზმი 2025 წელი იყო რეკორდული შემოსავლების თვალსაზრისით – ტურიზმიდან შემოსავალმა გასულ წელს 4.7 მილიარდი დოლარი შეადგინა
Next: პრემიერი – პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში საანგარიშო პერიოდში დაფინანსდა 1 279 მეწარმე სუბიექტი, საკრედიტო-საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 303 კომპანიის 345 პროექტი, ამ ყველაფრის შედეგად შეიქმნება 1 900 ახალი სამუშაო ადგილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.