Skip to content
28/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ტურიზმი 2025 წელი იყო რეკორდული შემოსავლების თვალსაზრისით – ტურიზმიდან შემოსავალმა გასულ წელს 4.7 მილიარდი დოლარი შეადგინა

მარშალ პრესი 26/06/2026
irakli kobakhidze3

ტურიზმი 2025 წელი იყო რეკორდული შემოსავლების თვალსაზრისით – ტურიზმიდან შემოსავალმა შეადგინა 4.7 მილიარდი დოლარი გასულ წელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც სამთავრობო პროგრამის შესრულების ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2025 წელს საქართველომ უმასპინძლა 7.8 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს.

„ტურიზმი 2025 წელი იყო რეკორდული შემოსავლების თვალსაზრისით. ტურიზმიდან შემოსავალმა შეადგინა 4.7 მილიარდი დოლარი გასულ წელს. 2025 წელს ვუმასპინძლეთ 7.8 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს, აქედან 5 522 000 იყო ტურისტული ვიზიტი. ამ ნაწილში გვაქვს 8.4%-იანი ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ იყო კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, რაც დაეტყო ბუნებრივია ტურისტულ ნაკადებს, ტურიზმიდან შემოსავლები ამის მიუხედავად 2026 წლის პირველ კვარტალშიც გაიზარდა 0.5%-ით. ამავე კვარტალში, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, საქართველოს აეროპორტები მოემსახურა 4.3%-ით მეტ მგზავრს, 1 600 000-ზე მეტი იყო მგზავრთა რაოდენობა, შესრულდა 7 800 რეისი.

ამ პერიოდის განმავლობაში გაიხსნა 20 ახალი სასტუმრო დაახლოებით 1 000 სასტუმრო ნომრით. დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში ფუნქციონირებს 2 691 სასტუმრო 53 000 ნომრით. ძალიან მნიშვნელოვანი მარკეტინგული აქტივობები ხორციელდება ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩვენთვის სტრატეგიულ ბაზრებზე“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – 2025 წელს საშუალო ხელფასმა შეადგინა 2 283 ლარი, 2020 წელს საშუალო ხელფასი იყო 1191 ლარი და 5 წლის თავზე საშუალო ხელფასი გაორმაგებულია, ესეც არის კიდევ ერთი უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახება მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე
Next: ირაკლი კობახიძე – სახმელეთო სექტორში განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი საკადრო, საოპერაციო შესყიდვების ოპტიმიზაციის პროცესი, დაიზოგა წლიურად 374 000 ლარი, ნებართვების გაცემის პროცესი გახდა გამჭვირვალე და სამართლიანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.