Skip to content
13/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გელა ნიკოლაიშვილი „TV პირველის“ ჟურნალისტის მიერ სავარაუდო კანონდარღვევაზე: ჩვენთან საერთოდ არაა ბალანსი დაცული პირადი ცხოვრების საიდუმლოებასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის – უნდა იცოდნენ, რომ, კანონის მიხედვით, ეს დასჯადია

მარშალ პრესი 07/07/2022
გელა ნიკოლაიშვილი

უფლებადამცველმა გელა ნიკოლაიშვილმა, „ქრონიკის“ ეთერში, „TV პირველის“ ჟურნალისტის მიერ, რესპონდენტის – გიორგი შარაშიძისა და სხვა პირების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების შენახვისა და გავრცელების, ასევე, რესპონდენტის დაშანტაჟების სავარაუდო მცდელობის შესახებ ისაუბრა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, საქმის მასალებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ხვალ გადასცემენ.

„ჩვენთან საერთოდ არ არის ბალანსი დაცული პირადი ცხოვრების საიდუმლოებასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის. ეს პრობლემა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრგან დგას, მაგრამ ჩვენთან განსაკუთრებით უხეშად ირღვევა პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პერსონალურ მონაცემებს აბსოლუტურად ჰარიჰარალეზე, ვისაც როგორ უნდა, ისე აფრიალებს. უნდა იცოდნენ, რომ, კანონის მიხედვით, ეს დასჯადია, სისხლის სამართლის დანაშაულია. აქედან გამომდინარე, გამოხატვის თავისუფლებასა და პერსონალური ინფორმაციის საიდუმლოების შენახვის აუცილებლობას შორის ბალანსი აუცილებლად დაცული უნდა იყოს“, – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

ადვოკატმა ბალანსისა და ადამიანის პირადი ცხოვრების საიდუმლოების დაცვის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

„მედია დაცულია იმ მხრივ, რომ ისინი არ არიან ვალდებული, გაამჟღავნონ ინფორმაციის წყარო, მაგრამ, მაგალითად, შარშან საფრანგეთში მიიღეს კანონი, რომელიც არათუ პირადი ცხოვრების საიდუმლოების, არამედ ცრუ ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაშიც კი, პიროვნება თუ მიმართავს სასამართლოს, 75 000 ევრო ჯარიმა ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული. ასე რომ, ამ ბალანსიც დაცვა ყოველთვის ჭირს ხოლმე ყველგან, ტყუილ-მართალი ხშირად აზელილია ერთმანეთში“, – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

დღეს გელა ნიკოლაიშვილმა და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აი იას“ თანადამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც განაცხადეს, რომ არსებობს ჟურნალისტისა და გიორგი შარაშიძის მიმოწერის ამსახველი მასალები, რომელიც ადასტურებს, რომ ჟურნალისტი რესპონდენტის დაშანტაჟებას ცდილობდა.

Continue Reading

Previous: ირმა ზარქუა: სამირა ბაირამოვა ხელით შემეხო – ჩემზე ბულინგი ხორციელდება
Next: ლევან იოსელიანი: არ მესმის იმ ხალხის, ვინც თვლის, რომ ვიღაცას არ უნდა დაელაპარაკოს, ვიღაცას უნდა გაებუტოს – შეიძლება ეს გააკეთო ბაღის ასაკში და არა პარლამენტში, როცა პოლიტიკის კეთებაზე გაქვს პრეტენზია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025