Skip to content
16/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: არ მესმის იმ ხალხის, ვინც თვლის, რომ ვიღაცას არ უნდა დაელაპარაკოს, ვიღაცას უნდა გაებუტოს – შეიძლება ეს გააკეთო ბაღის ასაკში და არა პარლამენტში, როცა პოლიტიკის კეთებაზე გაქვს პრეტენზია

მარშალ პრესი 07/07/2022
ლევან იოსელიანი

მოვისმინე როგორ წარმოუდგენიათ მათ დეპოლარიზაცია და ისინი ამბობენ, რომ შეიქმნას რაღაც მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც გააკონტროლებს, აღრიცხავს ტექნიკური პროგრამის საშუალებით, ვინ რა სიძულვილის ენა გამოიყენა და როდის გამოიყენა და მერე ეს გახადონ საჯარო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ „მოქალაქეების“ ლიდერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

„ვთვლი, რომ ეს არ არის საკმარისი, მე ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო ღრმა პრობლემაა და მე ვუთხარი, რომ გახსნან სახელისუფლებო არხებმა სივრცე ოპოზიციისთვის და ოპოზიციურმა არხებმა მიიწვიონ ხელისუფლების წარმომადგენლები და დაიწყოს რეალურად დებატები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ეს საბოლოო ჯამში შეუწყობს ხელს იმას, რომ დეპოლარიზაცია შემცირდეს. როცა ადამიანები ლაპარაკობენ ერთმანეთში იქ როგორც წესი არის კონფლიქტი, მაგრამ ეს გამონაკლისია და უფრო მეტად არის დისკუსია და რაღაც შედეგზე საბოლოოდ გადიან. თუ არ ლაპარაკობ შენს ოპონენტთან, არ არსებობს რამე შეთანხმებას მიაღწიო. მე არ მესმის იმ ხალხის, ვინც თვლის, რომ ვიღაცას არ უნდა დაელაპარაკოს, ვიღაცას უნდა გაებუტოს, ვიღაცის მიმართ ზურგით უნდა დადგეს, შეიძლება ეს გააკეთო ბაღის ასაკში და არა პარლამენტში, როცა პოლიტიკის კეთებაზე გაქვს პრეტენზია“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

საკანონმდებლო ორგანოში, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე პარლამენტის თავმჯდომარესთან ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა.

Continue Reading

Previous: გელა ნიკოლაიშვილი „TV პირველის“ ჟურნალისტის მიერ სავარაუდო კანონდარღვევაზე: ჩვენთან საერთოდ არაა ბალანსი დაცული პირადი ცხოვრების საიდუმლოებასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის – უნდა იცოდნენ, რომ, კანონის მიხედვით, ეს დასჯადია
Next: შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილს კიდეც დააჭკნობს, კიდეც ააყროლებს და გვამურ ლაქებსაც გამოაყრის! – აბა, იმას ხომ არ იტყვის, ვარდისფრად ღუისო?!

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025