Skip to content
24/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თბილისში მიმდინარე საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ფარგლებში იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ორმხრივი შეხვედრები გამართა

მარშალ პრესი 24/06/2026
727082923_984594217793487_6759356857523534269_n

იუსტიციის მინისტრი ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ლი ჯუნჰუას შეხვდა. მინისტრმა ლი ჯუნჰუას მადლობა გადაუხადა მაღალი დონის ფორუმის ორგანიზების საკითხებში თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.

პაატა სალიამ აღნიშნა, რომ თბილისი იქცა გლობალური დისკუსიის პლატფორმად ინოვაციებსა და საჯარო სერვისების განვითარების მიმართულებებზე სასაუბროდ. წლევანდელი ფორუმის თემა „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციების, ანგარიშვალდებულების, ჩართულობისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობა“ სრულად ეხმიანება საქართველოში საჯარო სერვისების მიწოდების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს, რაც მოიცავს საჯარო ინსტიტუტების მოდერნიზაციას უფრო ეფექტიანი, ინკლუზიური და მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისების უზრუნველსაყოფად.

მინისტრმა, ასევე, ორმხრივი შეხვედრები გამართა ფორუმის მონაწილე ქვეყნების დელეგაციებთან.
შეხვედრების ბოლოს პაატა სალიამ იმედი გამოთქვა, რომ ფორუმის ფარგლებში ჩამოყალიბებული თანამშრომლობა საერთო ცოდნის და გამოცდილების გაზიარების კუთხით კიდევ მეტ შესაძლებლობებს გააჩენს. მინისტრის თქმით, საქართველო მზადაა, პარტნიორ ქვეყნებს გაუზიაროს უნიკალური გამოცდილება სწრაფი და ეფექტიანი, მათ შორის, ციფრული და დისტანციური სერვისების მიწოდების სისტემის განვითარების მიმართულებით. პაატა სალიამ აღნიშნა იუსტიციის სამინისტროს განსაკუთრებული როლი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში და ხაზი გაუსვა ციფრული მმართველობის როლს სახელმწიფოსა და მოქალაქის სწრაფი და მეტად ეფექტური თანამშრომლობისათვის.

Post navigation

Previous: რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონპროექტი მიიღო
Next: დიდუბის რაიონის გამგეობა წერეთლის გამზირის N88-ში, პირველ და მეოთხე სადარბაზოში ლიფტების რეაბილიტაციას ახორციელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.