Skip to content
24/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონპროექტი მიიღო

მარშალ პრესი 24/06/2026
romanian parl

რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანების შესახებ კანონპროექტი მიიღო, რომელიც ევროპარლამენტარმა, დიანა შოშოაკემ წარადგინა.

რუმინული მედიის ცნობით, შოშოაკეს საკანონმდებლო ინიციატივა დეპუტატთა პალატაში მიმდინარე წლის თებერვალში შევიდა.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტმა ე.წ. ჩუმი მიღების პროცედურა გაიარა, რომლის მიხედვითაც, კანონპროექტი ავტომატურად მიღებულად ითვლება, თუ 45 დღის განმავლობაში პლენარულ სხდომაზე არ განიხილეს და არ უარყვეს.

დეპუტატთა პალატის გადაწყვეტილება საბოლოო არ არის. კანონპროექტი ახლა განსახილველად გადაეგზავნება სენატს, რომელიც რუმინეთის პარლამენტის ზედა პალატას წარმოადგენს. სენატი ინიციატივას თუ არ დაამტკიცებს, კანონპროექტი ძალაში ვერ შევა.

Post navigation

Previous: თამარ ზოდელავა: „ჩვენ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ვართ – სტუმრები ეცნობიან ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების მიერ მიღწეულ წარმატებებს“
Next: თბილისში მიმდინარე საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ფარგლებში იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ორმხრივი შეხვედრები გამართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.