დიდუბის რაიონის გამგეობა წერეთლის გამზირის N88-ში, პირველ და მეოთხე სადარბაზოში ლიფტების რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე ტენდერის ფარგლებში, ანალოგიური სამუშაოები უკვე წერეთლის გამზირის N87-სა და N93-ში განხორციელდა.
აღნიშნულ მისამართებზე ჯამში რვა ლიფტის რეაბილიტაციაა გათვალისწინებული, რომლის საერთო ღირებულება 270 000 ლარს შეადგენს.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი, მოადგილე მამუკა ვეკუასა და საუბნო განყოფილების უფროს სალომე ფაშტიანთან ერთად გაეცნო.
