Skip to content
21/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

მარშალ პრესი 21/06/2026
nanuka jo

ქართული ოცნება ჯერ აკმაყოფილებს გოგა ხაინდრავას საჩივარს ფორმულას წინააღმდეგ და რამდენიმე დღეში, კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ ფორმულამ ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

ის აცხადებს, რომ “ფორმულაზე” ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს და ინტერესდება, რატომ არ ემიჯნებიან ჩერგოლეიშვილის ამ განცხადებას კოალიციის სხვა ლიდერიები, იმიტომ ხომ არა, რომ “გიჟთან ჭიდაობა” ეზარებათ. “ვინმეს გეჩვენებათ რომ ფორმულაზე შეტევა ორკესტრირებული არაა?

ბაბლო, ასეთ დროს მართლა გგონიათ რომ შიმერია ამ ქვეყანაში პრობლემა? მართლა გგონიათ რომ ნაცების შიდაპარტიული თემები უფრო საინტერესოა? ან, მიშა რა სტატუსს დაწერს? რატომ არ გმობთ, არაინფლუენსერი პოლიტიკოსის მავნებლობას? გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა? საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოსვლა არ გინდათ? სად არიან კოალიციის სხვა ლიდერები? რატომ არ ემიჯნებიან ამ განცხდებას? რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას? ფორმულას თავზე ღრუბელს აგროვებენ და რაც უფრო მალე გავიაზრებთ ამას, მით მეტი შანსი იქნება მისი გადარჩენის.” – წერს ჟორჟოლიანი.

Post navigation

Previous: სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს
Next: ზაქარია წიკლაური ბუქარესტში საერთაშორისო ორგანიზაცია Patriots Network-ის ორგანიზებით გამართულ სააერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.