Skip to content
21/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ზაქარია წიკლაური ბუქარესტში საერთაშორისო ორგანიზაცია Patriots Network-ის ორგანიზებით გამართულ სააერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

მარშალ პრესი 21/06/2026
zakaria tsiklauri

 

პარტია “ხალხის ძალის” წევრი, თბილისი საკრებულოს ფრაქცია “ხალხის ძალის” თავმჯდომარე ზაქარია წიკლაური რუმინეთში, ბუქარესტის პარლამენტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციასა და სამუშაო შეხვედრებს დაესწრო, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია Patriots Network-ის ორგანიზებით გაიმართა.

კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს თანამედროვე გამოწვევებზე, ეროვნული იდენტობის შენარჩუნების, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

“მსგავსი ფორმატის საერთაშორისო შეხვედრები მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და იმ იდეების განხილვისთვის, რომლებიც ქვეყნის სტაბილურ განვითარებასა და ეროვნული ინტერესების დაცვას ემსახურება,”- წერს ზაქარია წიკლაური სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, Patriots Network აერთიანებს 50-ზე მეტი ქვეყნის პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ლიდერებს, რომელთა მიზანია გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.

Post navigation

Previous: კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?
Next: ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.