Skip to content
20/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – არამხოლოდ „ნაცმოძრაობაში“, მთლიანად რადიკალურ ოპოზიციაში არის მძიმე ვითარება, არის ყველანაირი დეფიციტი, ყველანაირი შიმშილი – საკადრო შიმშილია, ინტელექტუალური შიმშილი და ამ ყველაფრის გამოხატულებაა ის საკადრო იდეები, რომლებიც ვიხილეთ

მარშალ პრესი 20/06/2026
irakli kobakhidze3

არამხოლოდ „ნაცმოძრაობაში“, მთლიანად რადიკალურ ოპოზიციაში არის მძიმე ვითარება, არის ყველანაირი დეფიციტი, ყველანაირი შიმშილი – საკადრო შიმშილია, ინტელექტუალური შიმშილი და ამ ყველაფრის გამოხატულებაა ის საკადრო იდეები, რომლებიც ვიხილეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტაჯიკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კარგია, რომ ეს პარტიები სულ უფრო მეტად სუსტდება, ვინაიდან ასეთ პირობებში, საქართველოს უჩნდება პერსპექტივა, რომ ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ოპოზიციური სპექტრი.

„მე ხშირად მითქვამს, ეს ძალიან კარგია იმისათვის, რომ საქართველოში გაჯანსაღდეს პოლიტიკური სპექტრი. ვიდრე ასეთი პოლიტიკური პარტიები როგორიცაა „ნაცმოძრაობა“, მისი მომიჯნავე პარტიები წარმოადგენენ ოპოზიციის ძირითად ბირთვს, ჩვენთან ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ვერ ჩამოყალიბდება. ძალიან კარგია, რომ ეს პარტიები სულ უფრო მეტად სუსტდება, ასეთ პირობებში, საქართველოს უჩნდება იმის პერსპექტივა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ოპოზიციური სპექტრი და შესაბამისად, ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა,“- აღნიშნა პრემიერმა.

 

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ამ პროცესების საფუძველზე საქართველო ბევრად უფრო წინ წავა საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის ათვისების თვალსაზრისით
Next: ირაკლი კობახიძე – ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს – პრემიერი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.