Skip to content
20/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს – პრემიერი

მარშალ პრესი 20/06/2026
irakli kobakhidze1

ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს. ქართველ ხალხს საერთოდ არ აინტერესებს ეს რეზოლუციები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტაჯიკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართული საზოგადოება იმსახურებს სამართლიან დამოკიდებულებას ევროპული ბიუროკრატიისგან, ევროპარლამენტისგან.

„უკვე აღარც მახსოვს მერამდენე რეზოლუცია დამტკიცდა. ქართველ ხალხს საერთოდ არ აინტერესებს ეს რეზოლუციები. ერთი საინტერესო დეტალი ის არის, რომ პირდაპირ დისკრიმინაცია ჩანს ამ რეზოლუციაში, დისკრიმინაციული მოთხოვნა. ისინი აცხადებენ, რომ მხოლოდ აგენტურას უნდა შეუნარჩუნდეს უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან. რა თქმა უნდა, ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა ქართველი ხალხის მიმართ. ქართული საზოგადოება იმსახურებს სამართლიან დამოკიდებულებას ევროპული ბიუროკრატიისგან, ევროპარლამენტისგან, თუმცა ვხედავთ, რომ დრეს არის განსხვავებული მიდგომები ჩამოყალიბებული. არ შეიძლება, მხოლოდ აგენტურას დაუტოვონ უვიზო რეჟიმი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – არამხოლოდ „ნაცმოძრაობაში“, მთლიანად რადიკალურ ოპოზიციაში არის მძიმე ვითარება, არის ყველანაირი დეფიციტი, ყველანაირი შიმშილი – საკადრო შიმშილია, ინტელექტუალური შიმშილი და ამ ყველაფრის გამოხატულებაა ის საკადრო იდეები, რომლებიც ვიხილეთ
Next: პრემიერი-მთელი ამ წლების განმავლობაში გარედან ხელოვნურად გვახვევდნენ თავს სიძულვილს, რაც არ არის ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი მოვლენა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.