Skip to content
20/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ამ პროცესების საფუძველზე საქართველო ბევრად უფრო წინ წავა საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის ათვისების თვალსაზრისით

მარშალ პრესი 20/06/2026
irakli kobakhidze

მთლიანად ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტაჯიკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო 7 ქვეყანას აკავშირებს შავ ზღვასთან და შესაბამისად, დასავლეთის სივრცესთან სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით, ამ პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება მნიშვნელოვანია.

„ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ტაჯიკეთთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება. ასევე იცით, რომ ცოტა ხნის წინ გვქონდა ვიზიტი ყირგიზეთში, მალე გვექნება ვიზიტი ყაზახეთში, ივლისის თვეში საქართველოში ჩამოდიან უზბეკეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტები, შესაბამისად, გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა ურთიერთობებში და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას. იცით, რომ დიდი ინვესტიციები იდება ამ ყველაფერში დაკავშირებადობის, სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებაში, ამასთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ურთიერთობების განვითარებას როგორც მეზობელ ქვეყნებთან, იცით, რომ შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან, ასევე მაქსიმალურად ვავითარებთ ურთიერთობებს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. ამ პროცესების საფუძველზე საქართველო ბევრად უფრო წინ წავა საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის ათვისების თვალსაზრისით. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: საქართველო-ტაჯიკეთის ერთიბლივი კომუნიკე – სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის თანმიმდევრულად განმტკიცება ორივე ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებს ემსახურება, მხარეებმა გამოთქვეს ინტერესი ყველა დონეზე პოლიტიკური კონტაქტების შემდგომი გაძლიერების მიმართულებით
Next: ირაკლი კობახიძე – არამხოლოდ „ნაცმოძრაობაში“, მთლიანად რადიკალურ ოპოზიციაში არის მძიმე ვითარება, არის ყველანაირი დეფიციტი, ყველანაირი შიმშილი – საკადრო შიმშილია, ინტელექტუალური შიმშილი და ამ ყველაფრის გამოხატულებაა ის საკადრო იდეები, რომლებიც ვიხილეთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.