Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ნაციონალურ მოძრაობას“, „ომის პარტიას“ მშვიდობისა და ქვეყნის განვითარებისათვის ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უთხრა უარი

მარშალ პრესი 02/04/2022
თამთა მეგრელიშვილი

ამომრჩეველმა თქვა პრინციპული – არა! არა, ნაცებს და მათთან აფილირებულთ! მადლობა ბათუმის, რუსთავისა და გარდაბნის ამომრჩევლებს სწორი არჩევანისთვის. ისინი „შეიარაღებულნი“ არიან უკვე დიდი პოლიტიკური გამოცდილებით და წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციებზე მათი წამოგება დღეს დესტრუქციულ ოპოზიციას ძალიან გაუჭირდა,- წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი.

„დღეს ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად ამომრჩეველი 14 უბანზე ხოლო რუსთავი- გარდაბნის ოლქში 117 საარჩევნო უბანზე მივიდა. „ნაციონალურ მოძრაობას“, „ომის პარტიას“ მშვიდობისა და ქვეყნის განვითარებისათვის ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უთხრა უარი. ამომრჩეველმა თქვა პრინციპული – არა! არა, ნაცებს და მათთან აფილირებულთ! მადლობა ბათუმის, რუსთავისა და გარდაბნის ამომრჩევლებს სწორი არჩევანისთვის. ისინი „შეიარაღებულნი“ არიან უკვე დიდი პოლიტიკური გამოცდილებით და წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციებზე მათი წამოგება დღეს დესტრუქციულ ოპოზიციას ძალიან გაუჭირდა. პირადად ვაკვირდებოდი და ვიყავი მოწმე იმისა, თუ როგორ ორგანიზებულად მიდიოდა მთელი საარჩევნო პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქ ბათუმში, არჩევნებზე ხმის მიცემის და დათვლის ელექტრონული საშუალებების გამოყენება პირველად მოხდა, მთელი საარჩევნო პროცესი კარგად მართული და დაგეგმილი იყო. დღეს მოპოვებული გამარჯვება ყველასია. გილოცავთ მეგობრებო! წინსვლა და მშვიდობიანი განვითარება ჩვენს სახელმწიფოს“- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

ცესკომ ბათუმის შუალედური არჩევნების წინასწარი პირველადი მონაცემები გამოაქვეყნა. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, მათე ფუტკარაძემ ხმების 31% მოიპოვა, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, რამაზ ჯინჭარაძემ კი – 69%.

Post navigation

Previous: ნაცებს ამომრჩეველი კიდევ ერთხელ ეუბნება არას იმიტომ, რომ მობეზრდათ და არ უნდა ტყუილი დაპირებები, დეზინფორმაცია, ომი, რევოლუცია, არეულობა და დესტაბილიზაცია – ლევან ნიკოლეიშვილი
Next: ნინო ფოჩხუა: ეს იმ პოლიტიკის შედეგია, რასაც ხელისუფლება ატარებს, მშვიდობის და სტაბილურობის პოლიტიკის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.